მთავარი > ახალი ამბები > დირბში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გაკეთებული ,,რიტუალების სახლი” დაინგრა

დირბში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გაკეთებული ,,რიტუალების სახლი” დაინგრა


რიტუალების სახლი

რიტუალების სახლი

ქარელის რაიონის სოფელ დირბში თოვლმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გაკეთებული რიტუალების სახლი 21 თებერვალს დაანგრია. შენობას აღარც სახურავი აქვს და აღარც კედლები.ის გასულ ზაფხულს გაკეთდა და ფაქტობრივად საძირკვლამდე დაიშალა. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ჰამლეტ დავრაშელიძე აცხადებს, რომ მის ასაშნებელად 36 000 ლარი დაიხარჯა.

ტელეკომპანია ,,თრიალეთი” სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტის კომენტარებს ავრცელებს. ისინი პრობლემის მიზეზად მშენებელი კომპანიის დაუდევრობას და უპასუხისმგებლობას ასახელებენ. როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, სოფლის ხელმძღვანელები თავის დროზე მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელს და რაიონის გამგეობას აფრთხილებდნენ, რომ სახლი უხარისხოდ შენდება. კერძოდ, ნაცვლად 50 სმ სისქის საძირკვლისა, გაითხარა 25 სმ-ზე.

ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი სერგო მურაჩაშვილი ამბობს, რომ როგორც კი ხმა ამოიღო, მაშინვე გააჩუმეს. ,,ამის გარდა კედლები დაიწია განზე, ბლოკების გადაბმა სათანადოდ არ მოხდა. ასე რომ ამ შენობას ფუნდამენტიდან უნდა მოხსნა და ხელახლა აშენება სჭირდება” – ამბობს სოფლის გამგებელი.

რიტუალების სახლი, სადაც ქორწილები და ქელეხები უნდა გმართულიყო, ინდმეწარმე რამაზ აბულაძემ ააშენა.

დღის ბოლოს, ქარელის გამგეობამ პრესრელიზი გაავრცელა, რომელიც რაიონში დიდთოვლობას და მისგან გამოწვეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

დიდთოვლობა ქარელის რაიონში

დიდთოვლობა ქარელის რაიონში

,,ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდთოვლობაა. გადაუღებელმა თოვამ რამდენიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა შექმნა. იმისათვის, რომ არ შეფერხდეს როგორც ავტომობილების, ასევე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება,  ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყო. ამ დროისთვის გზები უკვე გაწმენდილია აფნისსა და ლეთეთში, გაწმენდითი სამუშაოები მიმნდინარეობს ზღუდერის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფლებში: მუხილეთში, ქოზიფაში, ბანასა და ბატიურში. სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზები იწმინდება ასევე მოხისში, ზემო და ქვემო შაქშაქეთში, კოდაში, ფცაში, თამარაშენში, აგარაში, კნოლევში, აბისში, აბანოში, კოდაში, ჭვრინისში, ბრეძაში, ატოცში, საღოლაშენსა და დირბში. სამუშაოებს ინსპექტირებას უწევს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.  სამსახურის უფროსის მერი არხოშაშვილის განმარტებით ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია და არსებული შეფერხება გზებზე აღარ არსებობს.”

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: