მთავარი > ახალი ამბები > გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე ერთმანეთს იდეებს ჰპარავენ

გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე ერთმანეთს იდეებს ჰპარავენ


საკრებულოს თავმჯდომარე - ზვიად ხმალაძე

საკრებულოს თავმჯდომარე - ზვიად ხმალაძე

25 თებერვალს, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი გორის საკრებულოს სხდომაზე თავისი თხოვნებით წარსდგება. მისი მიზანია, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჩკალოვის და  შაუმიანის ქუჩებს სახელი შეუცვალოს. ,,ქართლის ხმას” ხელთ აქვს 2011 წლის 14 თებერვალს გორის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის გამოცემული განკარგულებები, სადაც აღნიშნულია, რომ ჩკალოვის და შაუმიანის ქუჩებს სახელი უკვე გადარქმეული აქვს.
ასე მაგალითად, გორის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის მიერ 2011 წლის 14 თებერვალს გამოცემულ განკარგულებაში ვკითხულობთ:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ”  ქვეპუნქტის შესაბამისად ქ. გორში მდებარე შაუმიანისა და შმაგის ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს სამების ქუჩის სახელი.” იმავე დღის მეორე განკარგულებაში კი ვკითხულობთ: ,,ქალაქ გორში მდებარე ვალერი ჩკალოვის ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს შმაგის ქუჩის სახელი”.

დღეს კი შიდა ქართლის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 25 თებერვალს, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი ამ ქუჩების გადარქმევის მოთხოვნით წარსდგება:

,,ხვალ საქართველოს ოკუპაციის 90 წლისთავთან დაკავშირებით,  შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი გორის საკრებულოს    თხოვნით მიმართავს ქალაქში არსებული ქუჩებისთვის სახელების შეცვლის თაობაზე. საუბარია 25 თებერვლის, შაუმიანის, ჩკალოვის,   სვერდლოვის, ოქტომბრის, ლიტვინოვი, სუვოროვის  და  სხვათა სახელობის  ქუჩებზე. გუბერნატორის თხოვნით  კასპში უკვე  შეეცვალა რამდენიმე ქუჩას  სახელი.”

აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ გუბერნიის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კოორდინირებულად არ მუშაობს. რაც შეეხება კასპს, აქ კიდევ ერთი ქუჩაა დარჩენილი, რომელიც ბოლშევიკის სახელს ატარებს. ესაა წულუკიძის ქუჩა, სადაც სამშობიარო მდებარეობს და საქართველოში მომავალი თაობები იბადებიან.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი