მთავარი > ახალი ამბები > მედია-მონიტორინგი ბავშვის საკითხებზე მომზადებულ სტატია/რეპორტაჟებზე

მედია-მონიტორინგი ბავშვის საკითხებზე მომზადებულ სტატია/რეპორტაჟებზე


შეხვედრა გორში

შეხვედრა გორში

დღეს 24 თებერვალს, გორში, სასტუმრო ,,ვიქტორიის” საკონფერენციო დარბაზში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე, მედია ექსპერტები გოგი გვახარია და ია ანთაძე ადგილობრივ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის  და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო საქართველოში ბავშვის საკითხების გაშუქების ამჟამინდელ მდომარეობას და იმ სტანდარტის განხილვას/შემუშავებას, რომელზე დაყრდნობითაც, ბავშვების პრობლემების გაშუქებისას, თავიდან ავიცილებთ მათი უფლებების დარღვევას.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით, ახორცილებს პროექტს, რომლის მიზანია ბავშვთა საკითხების ეთიკური და პროფესიული გაშუქების მხარდაჭერა. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ბავშვის თემა ერთ–ერთი რთული თემაა ქართული მედიისთვის, რასაც ორი მიზეზი განაპირობებს.

1. ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ზუსტად არ იციან ბავშვის საკითხის გაშუქების ის ჩარჩო, რომელიც, ერთი მხრივ, ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და, მეორე მხრივ, გაბნეულია საქართველოს კანონმდებლობასა და ეთიკის კოდექსებში.
2. საზოგადოება არ არის ჩართული მედიასთან დიალოგში ამ თემაზე და არ ფლობს ბერკეტს, რომლის მეშვეობითაც შეძლებდა, ეკონტროლებინა ბავშვის უფლებების დაცვა მედიის მხრიდან.

,,ჩვენ საქართველოს ათ ქალაქში ვატარებთ „მრგვალი მაგიდის“ ფორმატის შეხვედრებს, რომლებსაც ესწრებიან როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები, აგრეთვე, იმ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თავისი საქმიანობით ბავშვებთან არიან დაკავშირებულნი.” – ამბობს ია ანთაძე.

გორში შეხვედრაში მონაწილეობდნენ მაია ქურციკიძე (UNICEF), გოგი გვახარია (მედიაექსპერტი), თამარ მოსიაშვილი და ია ანთაძე (სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი).

ია ანთაძის თქმით, შეხვედრებში მონაწილე ადგილობრივ ჟურნალისტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ბავშვის საკითხების ეთიკური და პროფესიული გაშუქების სტანდარტის შემუშავება–დამკვიდრებაში.

აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მოხდება სხვადასხვა მედია-საშუალებებში გასული სიუჟეტებისა და მასალების შემოწმება, მოხდება მათი ექსპერტიზა და შედეგების გამოქვეყნება. ამით საზოგადოებას ეცოდინება, თუ კონკრეტულად რა დარღვევას ჰქონდა ადგილი ამა თუ იმ მედია-პროდუქტის შექმნის დროს.

Advertisements
კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: