მთავარი > ახალი ამბები > სტალინის ძეგლის მორიგი ,,გამარჯვება” გორში

სტალინის ძეგლის მორიგი ,,გამარჯვება” გორში


რატი უფლისციხელი

გორში მოქმედი სახელმწიფო ადმინისტრაციული სამსახურებიდან მასობრივად ითხოვენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც სტალინის ძეგლის აღებაში მონაწილეობას იღებდნენ და ფაქტის გასამყარებლად საჭირო ხელმოწერებს ძეგლის აღების შემდეგ აგროვებდნენ. ამ მხრივ, გორის სამხარეო ადმინისტრაცია, ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლი და გორის თეატრი გამოირჩევა. ამ უწყებაში მომუშავე თითოეული ადამიანი, ვინც ძეგლის აღებას ხელი მოაწერა, სამსახურიდან დაოთხოვეს. ჯერ კიდევ 2010 წლის 26 ივნისს სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ შუა ღამით, მალულად ძეგლის აღება, სტალინის გამარჯვებას ნიშნავს.

მაგალითად, ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლის დირექტორი გურამ მამუკაშვილი და მისი 8 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. ამ ეტაპზე ისინი უმუშევრად არიან. გურამ მამუკაშვილმა თავის დროზე რობერტ მაღლაკელიძე შეცვალა, რომელიც ამჟამად სტალინის მუზეუმის დირექტორია.

გურამ მამუკაშვილი სტალინის ძეგლის აღების ხელმომწერებში პირველი ნომერია. ძეგლის აღების ,,მომხრე” ხელმომწერთა პირველ ათეულში ასევე ის თანამშრომელი შედიან, რომლებიც მანამდე ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლში მუშაობდნენ. გორის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, გორში სამი მსხვილი კულტურული დაწესებულება გაუქმდა, ხოლო მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი,,მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი” დაფუძნა. საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის განკარგულებით გაუქმდა ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე”; დავით ჩუბინიშვილის სახელობის კულტურისა და ტურიზმის ცენტრი” და ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი”.

მასობრივად მოხდა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების დათხოვნაც, რომლებმაც ასევე დიდი წვლილი შეიტანეს სტალინის ძეგლის ,,აღებაში”. კერძოდ, მიმდინარე წლიდან სამხარეო ადმინისტრაციაში აღარ მუშაობენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ზურაბ ლომიძე, ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი – გიორგი ცაბაძე; ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მალხაზ მირუაშვილი; სპეციალისტი – დავით სარაული. ასევე გორის გამგეობის სპეციალისტი – შერგილ სუხიტაშვილი. შემცირებაში მოჰყვნენ გორის თეატრის მსახიობები – ნარგიზა და ია სალუქვაშვილი, იამზე ცინცაძე; თეატრის ხელმძღვანელი – გიორგი მაჭარაშვილი.

როგორც ,,ქართლის ხმა”-სთვის გახდა ცნობილი, უახლოეს ხანებში კიდევ მრავალი მათგანი დატოვებს თანამდებობას. ისინი განთავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება გორის თეატრს, ,,ქართლის ხმა” აგრძელებს ჟურნალისტურ მოკვლევას თეატრის საბიუჯეტო სახსხრების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით. მასალები კი პროკურატურას გადაეგზავნება.

p.s ამავე თემაზე იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება: ,,სტალინის ძეგლს შეწირული დოკუმენტები”

https://kartliskhma.wordpress.com/2011/02/02/482/

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. February 25, 2011 at 9:05 am

    ამ საქმეში მაინცდამაინც გარკვეული არ ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, სტალინის ძეგლის მიღმა უფრო სერიოზული პრობლემა იმალება. ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, როგორც ჩანს, ისევ შემორჩა “ძველი დროის” შეგნებული თუ გაუცნობიერებული სიყვარული…

    • eGeo
      March 1, 2011 at 8:24 am

      “ისევ შემორჩა” – ვინ შემორჩა? მოხუცი ქალები. იმიტომ, რომ კაცები უმრავლესად უკვე გარდაიცვალნენ.
      ებრძოლეთ ეხლა მოხუც ქალებს და უმოძრავ ქანდაკებებს.

      • March 1, 2011 at 5:48 pm

        არ ვიცი, ბრძოლაში რა იყო აქ ნაგულისხმევი (იმედია, მოხუცი ქალების მიმართ ბრძოლაში ბრალი არ მედება)… მაგრამ იმაში, რომ მინდა, ჩემი ქვეყანა საბჭოთა იდეოლოგიისგან გათავისუფლდეს და ამას ვამბობ, ცუდს ვერაფერს ვხედავ…

  2. February 25, 2011 at 10:23 am

    მოიცა, კი მაგრამ ვინ ითხოვს მაგ ხალხს? და დათხოვნის მოტივი ეგაა მხოლოდ?
    მაგ ძეგლის აღებაზე იყო ერთი ამბავი და მომხრე იყო ხელისუფალი და, მაგ ხალხს ვინ უშვებს კი მაგრამ მაგის გამო სამსახურიდან?🙂

  3. მარიამი
    February 25, 2011 at 3:54 pm

    იქნებ მიგვანიშნოთ მაინც, რა მიზეზით დაითხოვეს ეს ხალხი სამსახურიდან, მათ ხომ ის შეასრულეს რაც დაკვეთა იყო?

  4. February 25, 2011 at 4:46 pm

    მინიშნებაა ისაა, რომ საკადრო ცვლილებები ახალი გუბერნატორის დანიშვნის შემდეგ განხორციელდა

  5. February 25, 2011 at 10:21 pm

    საინტერესოა მიკვირს და ვერაფერი გამიგია, კი მაგრამ ახალ გუბერნატორს არ უნდა ძეგლის აღება?

  6. February 26, 2011 at 8:19 am

    ანუ ჩვენი (პოლიტიკური)საზოგადოების მენტალიტეტი ჯერ კიდევ ვერ არის ის, რაც უნდა იყოს…

    • eGeo
      March 1, 2011 at 12:22 pm

      თქვენი თაობის პოლიტიკური მენტალიტეტი იყო (არის) ჩამორჩენილი. სამწუხაროდ!
      თქვენი თაობის მენტალიტეტი მოხუცი თაობის მენტალიტეტთან “ბრძოლას” ვერ გასცდა და ვერ შეიგნო, რომ ისტორიული სასამართლო უკვე თქვენი თაობის მენტალიტეტს და ნამოქმედარს განიხილავს. წამოიზარდა უკვე თაობა, რომელიც უკვე თქვენ თაობას სჯის.
      არაფერი პირადული, მხოლოდ თაობებზეა ლაპარაკი!

  7. March 1, 2011 at 5:44 pm

    ჩემსა და “იმ” თაობას შორის რომელია მართალი, როცა დრო გაივლის და გამოჩნდება, რას დატოვებს ჩემი თაობა… მე მჯერა, რომ უფრო მეტს დატოვებს, ვიდრე მორჩილი კაცის ფსიქოლოგიით გაჟენთილი ქვეყანაა…
    და საინტერესოა, რა ნამოქმედარისთვის გვასამართლებთ?! ჯერ ჩვენთვის ადრეა ისტორიის სამსჯავროზე გასვლა

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: