მთავარი > თეატრი > გორის თეატრში მსახიობს განცხადება პოლიციის თანდასწრებით დააწერინეს

გორის თეატრში მსახიობს განცხადება პოლიციის თანდასწრებით დააწერინეს


,,ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით თეატრში”

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ მმართველის კაბინეტში მსახიობ საშა ტატიშვილს, პოლიციის თანდასწრებით, თეატრიდან წასვლის შესახებ, განცხადება დააწერინა. თეატრის მსახიობები ფსიქოლოგიურ ტეროროზე საუბრობენ. აღნიშნულის თაობაზე,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისს აცნობეს. ორგანიზაცია მასალებს სახალხო დამცველის აპარატს გადაუგზავნის.  თეატრის მმნართველის მოადგილე ზურაბ ნიჟარაძე ,,ქართლის ხმას”-სთან საუბარში აცხადებს, რომ საშა ტატიშვილმა განცხადება მართლაც კაბინეტში ორ უცხო პიროვნებასთან ერთად დაწერა, რომელთაგან ერთ-ერთი მისი მეგობარი იყო.

 

,,მაგ დროს კაბინეტში ჩემი მეგობარი იმყოფებოდა, რომელსაც თან ახლდა თავისი ნაცნობი. იყო თუ არა ის პოლიციელი, არ ვიცი” – ამბობს ზურაბ ნიჟარაძე ჩვენთან საუბარში.

,,იმ დღით 4-ჯერ დამირეკეს თეატრიდან, უშუალოდ დირექტორის კაბინეტიდან, გადავედი. კაბინეტში დამხვდნენ დირექტორის მოადგილე ზურაბ ნიჟარაძე, და სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე, როგორც კი შევედი, მაშინვე გადარეკეს პოლიციაში ასეთი ფრაზებით: ,,მოდით სასწრაფოდო”. თითქოს რაღაც პრობლემა არსებობდა. ორი პოლიციელი მოვიდა. ეს დანამდვილებით ვიცი და ასეც წარმომიდგინეს. მათი თანდასწრებით მომთხოვა ნემსაძე  განცხადების დაწერა. ოღონდ განცხადების დაწერის მიზეზი უნდა ყოფილიყო – ოჯახური პირობები.” – აცხადებს საშა ტატიშვილი.

– თვითონ პოლიციელების ქმედება რაში გამოიხატებოდა?

– თვითონ ის ფაქტი, რომ დირექტორის კაბინეტში ჩემს შესვლას პოლიციაში ზარის დარეკვა მოჰყვა, აშკარად მივხვდი, რომ პროვოკაციას მიწყობდნენ. სიტუაცია შექმნეს თითქოს ისეთი, რომ განცხადების დაწერის დროს წინააღმდეგობას გავუწევდი. თუმცა ჩემთვის ამას აზრი აღარ ჰქონდა. საერთოდ თეატრში, მწერლებში, მხატვრებში ხდება საკამათო მომენტები, მაგრამ თეატრში პოლიციის გამოძახება და მათი თანდასწრებით განცხადების დაწერა, მიუღებელია. უბრალოდ მოვერიდე გართულებას და დავწერე განცხადება.

– რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ?

– გორის თეატრში დაიწყო შემცირებები, მასიურად დაითხოვეს ყველა თაობის მსახიობები. მათ სანაცვლოდ სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ თავისი სტუდენტები ჩამოიყვანა და დაასაქმა. ამასთან დაკავშირებით გამიჩნდა პროტესტი, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს. ვითომ კასტინგი ჩატარდა, მსგავსი არაფერი მომხდარა.  მე თვითონ პრობლემა არ მქონდა. უბრალოდ გათავისუფლებული  ხალხი შემეცოდა,. ერთი იქით ტირის, მეორე იქით ტირის. ასაკთანაც არ იყო დამოკიდებული. ორი დიპლომიანი გოგონა გაუშვა ნემსაძემ, რომელ ასაკზე მელაპარაკება? ვინც არ უნდოდა, გაუშვა. ამ სიტუაციას რომ შევხედე, შემეცოდნენ. ერთად ვართ შეზრიდლები თითოეული მათგანი. სწორედ ამან გამოიწვია ეს პროტესტი. პროფესიული სოლიდარობის უნარი უნდა გვქონდეს მსახიობებს. მაშ რატომ ვდგავართ სცენაზე? აქ რა, ნემსაძემ თაფლის ქოთანი ნახა? თავისი სტუდენტები რომ ჩამოიყვანა, აქ ახალგაზრდა მსახიობები არ არიან?  ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ მსახიობები. სწორედ ამასთან დაკავშირებით მქონდა სიტყვიერი შელაპარაკება როგორც მმართველთან, ასევე მის მოადგილესთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან. პირველ დღეს გამოიძახეს პოლიცია და დამიბარეს ახსნა-განმარტების მისაცემად. მე პოლიციასთან არაფერი საპრეტენზიო მაქვს, გამოიძახეს ორჯერ და ორჯერვე მოვიდნენ. ეს მათი საქმე იყო. მე ამათთან მაქვს საქმე. იცოდეს ნემსაძემ, რომ მაგის ყველა სპექტაკლს გავარჩევ დეტალურად, რევიზორიდან დაწყებული ,,ტოპაზის სისტემით” დამთავრებული. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით თეატრში.

თქვენი ინფორმაციით, თუ არის საქმის კურსში თეატრში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რეგიონის ხელმძღვანელობა?

პირადად ჩემს შესახებ საკმაოდ უარყოფითი ინფორმაცია აქვს გუბერნატორს, ბატონ ზურაბ არსოშვილს. და საერთოდ, არა მარტო ჩემს შესახებ აქვს ასეთი აზრი, ზოგადად თეატრის შესახებ. ეს რა თქმა უნდა, მომდინარეობს იმ ხალხისგან, ვისაც ჩვენი დაუმსახურებლად დაჩაგვრა უნდა.”

როგორც გითხარით, თეატრის მმართველის მოადგილე ზურაბ ნიჟარაძე, რომელიც ტელესერიალში ,,შუა ქალაქი” სოფელ ბუკინეთის გამგებლის როლს თამაშობს, აცხადებს, რომ კაბინეტში მყოფი  ორი უცხო პიროვნება მისი მეგობრები იყვნენ.

ბატონო ზურაბ, რით დაგვიმტკიცებთ, რომ ისინი პოლიციელები არ იყვნენ?

– არ ვიცი, როგორ დაგიმტკიცოთ, დედას ვფიცავარ, პოლიცია არ გამოგვიძახებია.

– თუ შეგიძლიათ, წარმოგვიდგინეთ თქვენს კაბინეტიდან გამავალი ზარების ნუსხა იმ დღის განმავლობაში…

 

ეს როგორ მოხდება, არც ვიცით რომელი დღე იყო, დიდი ხანია გასული, რაც საშა ტატიშვილმა განცხადება დაწერა”.

,,ქართლის ხმა” ამ სატელეფონო ზარების ნუსხას გამოითხოვს. გარდა ამისა, სოსო ნემსაძის 5 წლიანი მმართველობის სისტემის შესახებ ჩვენი გაზეთი სხვა მსახიობებთან ჩაწერილ ინტერვიუების გამოქვეყნებას გააგრძელებს.

საბა წიწიკაშვილი

ამავე თემაზე იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება: კორუფციული და შემოსავლიანი სისტემა რეგიონების თეატრებში.

https://kartliskhma.wordpress.com/2011/02/14/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90/

კატეგორიები:თეატრი
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: