მთავარი > ახალი ამბები > გორს სასმელი წყალი გაურკვეველი ვადით გადაუკეტეს…

გორს სასმელი წყალი გაურკვეველი ვადით გადაუკეტეს…


გორის ცენტრს (სტალინის, ჭავჭავაძის, წერეთლის გამზირებს) და კომბინატის დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება დილიდან შეუწყდა. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების სამმართველოს ცენტრალურ ოფისში ,,ქართლის ხმას” განუცხადეს, დაზიანებულია 600 მმ-იანი წყალსადენი სოფელ კარალეთთან. თუმცა კომბინატის დასახლება არა თუ კარალეთიდან, არამედ ვარიანის წყალსადენიდან იღებს წყალს, რომელიც სულ სხვა მიმართულებაა.

აღნიშნული საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე ქრისტან-დემოკრატმა ზურაბ როსებაშვილმა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით რაზმაძემ დააყენა. ,,ჩვენ დავრეკეთ სამმართველოში და გვითხრეს, რომ მოსახლეობას წყლის დავალიანება აქვს”.

დავით რაზმაძე კი ამ სადამსჯელო ღონისძიებებს ბარბაროსობას უწოდებს: ,,ეს ხალხი საიდან მოვიდა? თუ ვინმე გადასახადს არ იხდის, მას შეუძლია ადმინისტრაციული ჯარიმა დაადოს. სად გაგონილა ადამიანებს სასმელი წყალი გადაუკეტო?”

საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით დაზიანებულია მილები. თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს არ გასჩენიათ სურვილი ,,დაზიანებული” მილის ადგილზე ნახვის.

,,ქართლის ხმას”-სთან საუბარში გაერთიანებული წყალმომარაგების ცხელ ხაზზე განაცხადეს, რომ კომბინატის დასახლებაში მართლაც დავალიანების გამოა გადაკეტილი, ხოლო რაც შეეხება ქალაქის ცენტრს, აქ დაზიანებულ მილს დააბრალეს კვლავ.

ჩვენს დაჟინებული თხოვნაზე, რომ კონკრეტული ადგილი მიეთითებინათ თუ სად შეიძლება ამ დაზიანებული მილის ნახვა, გვიპასუხეს. ,,აბა ჩვენ რა ვიცით, სად არის დაზიანებული”!

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. February 25, 2011 at 10:56 am

    ძალიან კარგად აშუქებ გორის ამბებს- მადლობა შენ ამისთვის!

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: