მთავარი > ახალი ამბები > გორში მწერალთა კავშირის და ჭადრაკის სახლები იყიდება

გორში მწერალთა კავშირის და ჭადრაკის სახლები იყიდება


რესპუბლიკელი დავით რაზმაძე ,,ბენდუქიზაციაზე" საუბრობს

რესპუბლიკელი დავით რაზმაძე ,,ბენდუქიზაციაზე" საუბრობს

გორის საკრებულოში  რამდენიმე აუქციონი უშედეგოდ ჩატარდა. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მოხვედრილი მწერალთა კავშირის შენობების ფასი განახევრდა. იგივე ელის ჭადრაკის სახლს და სხვა ობიექტებს. ოპოციზია ირწმუნება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აუქციონზე მონაწილეობის მიღების უფლებას არასასურველ პირებს არ აძლევს, რაც ფასების ხელოვნურად დაცემას და შემდგომ სასურველი პირის მიერ მის შეძენას ემსახურება. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა –  დავით რაზმაძემ და ზურაბ როსებაშვილმა გუშინ აუქციონების შესახებ დეტალური ინფორმაცია წერილობით მოითხოვეს.

მწერალთა კავშირის გორის ორგანიზაციის შენობა ქალაქის ცენტრში, თეატრის გვერდით მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს. მისი ფართობი 151 კვ.მ-ია, ხოლო სარეალიზაციო საწყისი ფასი თავდაპირველად 102 400 ლარს შეადგენდა. პირველი აუქციონის ,,ჩაშლის” შემდეგ გორის მუნიციპალიტეტმა გასაყიდი ფასი გაანხევრა. ამჯერად, ეს შენობა 51 200 ლარი ღირს.

მწერლები აღნიშნული შენობიდან 2010 წლის ზაფხულში გამოასახლეს. ისინი ჭადრაკის სახლში შეიფარეს და კუთხე გამოუყვეს.  ამჯერად ჭადრაკის სახლიც გაუქმდა. 364 კვ.მ ფართი, რომელიც სტალინის მუზეუმის გვერდით მდებარეობს, 164 300 ლარად იყიდება. ჯერ-ჯერობით მისი აუქციონის შედეგები არ არის ცნობილი.

დაახლოებით იმავე ფასად იყიდება სტალინის ქუჩაზე, #3-ში მდებარე კორპუსის პირველი სართული, რომელიც ფართობით გაცილებით მეტია ჭადრაკის სასახლესთან შედარებით. დავით რაზმაძე დარწმუნებულია, რომ ფასთა ასეთი თანაფარდობა სხვადასხვა ფართის შენობებზე, გარკვეულ ფარულ გარიგებებთანაა დაკავშირებული.

შენობის გარეშე დარჩნენ ომის ვეტერანები. ქალაქის ძველ უბანში, ციხის უბანში მდებარე 186 კვ.მ ფართის შენობა და 136 კვ.მ ფართის მიწა 12 400 ლარად იყიდება.

იყიდება ასევე სოფელ ქვემო ნიქოზში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც ნიქოზის ეპარქიისთვის უნდა გადაცემულიყო. თუმცა ხელისუფლებამ ეს გადაიფიქრა და გასაყიდად გამოიტანა. პირველ აუქციონზე მისი საწყისი ფასი 28 000 ლარს შეადგენდა, განმეორებით აუქციონზე მისი ფასი – 14 000 ლარი იქნება.

რაც შეეხება, გორში ცხინვალის გზატკეცილზე, მესამე კილომეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთს, სადაც ახალი ბაზარი უნდა გაშენდეს, 38 793 კვ. მ ფართი 232 764 ლარად იყიდება.  პირველ აუქიონის ,,ჩაშლის” შემთხვევაში მოხდება მისი ჩამოფასება. როგორც ,,ქართლის ხმა” თავის დროზე იუწყებოდა, გორის მუნიციპალიტეტმა საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება იმისა, რომ გორის ,,სავაჭრო ცენტრს” (აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას”) ახალი ბაზრის მშენებლობისთვის მიწის შეძენაში დაეხმარება.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: