მთავარი > ახალი ამბები > ამჯერად ვარძელაშვილი მინისტრობის პერიოდის პრემიებს მალავს

ამჯერად ვარძელაშვილი მინისტრობის პერიოდის პრემიებს მალავს


ვარძელაშვილი ტირძნისის სკოლაში

ვარძელაშვილი ტირძნისის სკოლაში

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი მის სახელზე მინისტრობის პერიოდში დანიშნული პრემიების შესახებ ინფორმაციას არ გასცემს. ამის დასტურად მინისტრის მოადგილემ გიორგი ავალიანმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორს გიორგი კლდიაშვილს წერილობით 2011 წლის 2 თებერვალს აცნობა.

,,რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემული პრემიებისა და თანამდებობრივ სარგოებზე დახარჯული თანხების შესახებ, აღნიშნული წარმოადგენს ისეთ პერსონალურ მონაცემს, რომლის გაცემისათვის განსაკუთრებული პროცედურა არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით, რაც აუცილებლად დაცულ უნდა იქნეს ინფორმაციის მომთხოვნის პირის მიერ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში პირის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი მისი თანხმობის გარეშე, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირის პერსონალური მონაცემების (მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებული პერსონიფიცირებული ინფორმაციის) შესახებ საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი პირი ვალდებულია წარმოადგინოს თავად ამ პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა. ამდენად თქვენი ზემოაღნიშნული მოთხოვნა ჩვენს მიერ ვერ იქნება დაკმაყოფილებული.” აღნიშნულ წერილს ხელს აწერს გიორგი ავალიანი, რომელიც ვლადიმერ ვარძელაშვილის პირველი მოადგილე.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ როგორც ჩანს ვარძელაშვილი ერთმანეთში ვერ ასხვავებს საჯარო და კერძო პირებს. ზემოაღნიშნული აქტები იცავს არა თუ საჯარო პირებს, არამედ კერძო პირების როგორც პერსონალურ, ასევე ფინანსურ მონაცემებს.

ვარძელაშვილის მიერ შიდა ქართლის გუბერნატორობის პერიოდში აღებულ პრემიებზე და სხვა ხარჯების შესახებ იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება: ,,რა სარგებლობა მოაქვს გუბერნატორობას” https://kartliskhma.wordpress.com/2011/02/02/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%91/

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: