მთავარი > ახალი ამბები > გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ,,ნაციონალი” ინიშნება

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ,,ნაციონალი” ინიშნება


შალვა სრესელი და გიორგი სოსიაშვილი

შალვა სრესელი და გიორგი სოსიაშვილი

გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა შალვა სრესელმა აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია შალვა სრესელმა ,,ქართლის ხმა”-სთან საუბარში დაადასტურა. დღეს ორივე საბჭომ სრესელის მოთხოვნა განიხილა და დააკმაყოფილა. ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილ უფროსს სურს მუშაობა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გააგრძელოს. მანამდე მას, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უფლებამოსილება უნივერსიტეტმა უნდა შეუჩეროს, ოღონდ მას შემდეგ როდესაც შალვა სრესელი მათ წინაშე გაწეული სამუშაოებით და გარკვეული ანგარიშით წარსდგებოდა.

,,საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. გარკვეულ წილად ეს მეცნიერულ მუშაობაში  ხელს მიშლიდა.  ბოლოს რაც მოვახერხე ისაა, რომ მოხსენებით ესპანეთში გავემგზავრები და ჩემს თემას იქ წარვადგენ.  მსურს ასევე, რომ ჩემი გამოცდილება განათლების რესურცენტრში გამოვიყენო და პარალელურად, მეცნიერული მუშაობა არ შევწყვიტო. რაც შეეხება უნივერსიტეტში ჩემს ყოფნას, რა თქმა უნდა, სტუდნეტებთან ურთიერთობას გავაგრძელებ და მათთან კვლავაც მექნება ლექციები.” – ამბობს ,,ქართლის ხმა”-სთან საუბარში შალვა სრესელი.

შალვა სრესელი პარალელურად ნაციონალური მოძრაობის პარტიის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია ამავე პარტიის მაჟორიტარული სიით. ის სოფელ ახალუბნის და მეჯვრისხევის წარმომადგენელია მუნიციპალიტეტში. წლების განმავლობაში გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი იყო. სულ ახლახანს, მ ას შემდეგ რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი გახდა, გორის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ჩვენს კითხვაზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრში მისი გადასვლა მომავალ საარჩევნო პროცესზე სკოლებზე ზედამხედველობას ხომ არ ემსახურება, ამბობს, რომ ეს არაფერ შუაშია.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ამჟამად გიორგი ხორბალაძე ხელმძღვანელობს. მან ამ პოსტზე გიორგი სოსიაშვილი შეცვალა. გიორგი სოსიაშვილი 2011 წლის 17 იანვარს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორად აირჩია. გიორგი სოსიაშვილიც ,,ნაციონალური  მოძრაობის” წევრია. რაც შეეხება გიორგი ხორბალაძეს, შალვა სრესელის თქმით, მის კანდიდატურას წარმომადგენლობითი საბჭო გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე განიხილავს.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: