მთავარი > სტატიები > ახალგაზრდა მინისტრის მანქანები

ახალგაზრდა მინისტრის მანქანები


,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200" - პერსონალურად ემსახურება მინისტრს ვარძელაშვილს

,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200" - პერსონალურად ემსახურება მინისტრს ვარძელაშვილს

2010 წლის  1 ივლისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეიქმნა. 2 ივლისს საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა  და ამ ახლად შექმნილი უწყებისთვის 29 მლნ236 400 ლარი გამოიყო. მოგვიანებით, 2010 წლის 19 ნოემბერს სახელმწიფო ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები შევიდა და  ეს ციფრი 31 მლნ 080 600 ლარამდე გაიზარდა.  აღნიშნული თანხის განკარგვა კი დაევალა  ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომელიც მანამდე შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს ფლობდა და რომლის წლიური შემოსავალი (ხელფასით და ყოველთვიური პრემიით) 70 800 ლარს შეადგენდა.

საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხარჯების შესახებ. სამინისტრომ გაგზავნილ წერილს მართალია დროულად უპასუხა, თუმცა  გაცემულ ინფორმაციაში არ არის დაფიქსირებული პრემიების შესახებ ინფორმაცია და ასევე ის თუ რომელ კომპანიებთან აწარმოებს ვარძელაშვილის უწყება (როგორც ერთ პირთან) მოლაპარაკებას სახელმწიფო შესყიდვების დროს.

,,ტოიოტა პრადოს" ტიპის ავტომანქანა, რომელიც ემსახურება მინისტრის პირველ მოადგილეს

,,ტოიოტა პრადოს" ტიპის ავტომანქანა, რომელიც ემსახურება მინისტრის პირველ მოადგილეს

,,ქართლის ხმამ” მინისტრის მიერ პრემიების დამალვის ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწერა, ამჯერად მკითხველის ყურადღებას მანქანებზე და მის ხარჯებზე შევაჩერებთ.

ახალგაზრდა სამინისტროს ამჯერად 10 ძვირად ღირებული ავტომანქანა ემსახურება, აქედან 4 მანქანა სპეციალურად სამინისტროსთის შეიძინეს, დანარჩენი მანქანები სხვა უწყებებიდან გადასცეს. 2010 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 2 თებერვლამდე  შეძენილი მანქანების საერთო ღირებულება 228 106 ლარია.

ამ 10 მანქანიდან 4 მანქანა პერსინალური დანიშნულებისაა, დანარჩენი – სამსახურებრივი.

პერსონალურ მანქანებში შედის:

– ტოიოტა ლენდ კრუიზერი 200;

– ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო;

– ჰიუნდაი ვერა კრუზი და

– ტოიოტა ქამრი.

დანარჩენი სამსახურებრივი ავტომანქანებია:

– მერსედესი;

– ორი ცალი ტოიოტა ქამრი;

– შკოდა ოქტავია;

– BMW;

– ჰიუნდაი გეტსი და რენო ლოგანი.

2010 წლის მონაცემებით, ვლადიმერ ვარძელაშვილის განკარგულებით, საკუთარ პერსონალურ ავტომანქანაზე (ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200) საწვავის ლიმიტი თვეში 700 ლიტრი დაწესა.  (შიდა ქართლის გუბერნატორობის დროს, ლიმიტი 1000 ლიტრი ჰქონდა).

სამინისტროს დანარჩენ სამ პერსონალურ მანქანებზე 2010 წელს ლიმიტი – 600 ლიტრი იყო, (2011 წლის 1 იანვრიდან 400 ლიტრზე ჩამოვიდა) ხოლო სამსახურებრივი მანქანებზე ლიმიტი 2010 წელს – 400 ლიტრით ჰქონდა განსაზღვრული. (მიმდინარე წელს კი 250 ლიტრია)

ასე, რომ  2010 წელს, სულ 10-ვე ძვირაღირებულ მანქანაზე დაახლოებით 26 000 ლიტრი საწვავი დაიხარჯა.

ცალკე მუხლად წერია  ავტომანქანების ხარჯი, რომელშიც შედის სათადარიგო ნაწილების და რემონტის ხარჯები. საკვლევ პერიოდში ვარძელაშვილმა სამინისტროს მანქანებს 12 437,5 ლარი დაახარჯა. აქედან მხოლოდ და მხოლოდ მის პირად პერსონალურ მანქანას 3 517 ლარი დასჭირდა.

,,ტოიოტა ქამრის" ტიპის ავტომანქანა სამინისტროში 3 ცალი აქვთ

,,ტოიოტა ქამრის" ტიპის ავტომანქანა სამინისტროში 3 ცალი აქვთ

წარმოდგენილ მონაცემებში, არ ჩანს თუ რამდენადაა შეფასებული მისი პერსონალური ავტომანქანა. სამაგიეროდ კარგად ჩანს თუ რამდენად შეიძინა სამინისტრომ ავტომანქანა ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო” (სახელმწიფო ნომრით VUV-822), რომელიც მის პირველ მოადგილეს გიორგი ავალიანს პერსონალურად ემსახურება. ეს მანქანა სამინისტრომ 78 102 ლარად შეიძინა.

ავტოსამფლობელების თქმით, Toyota Land Cruiser Prado -ს და Toyota Land Cruiser 200-ს ყველგანმავლებს უწოდებენ და მისი  გამოშვება 60 წლის წინ დაიწყო იაპონიაში. წელს კომპანია აღნიშნული მარკის საიუბილეო მანქანებს გამოუშვებს.

სამინისტროს მანქანებში ყველაზე იაფფასიანი მანქანა  ,,რენო ლოგანი” -ია. (სახელმწიფო ნომრით QWQ – 577),  ის სულ რაღაც 20 060 ლარად იქნა შეძენილი.

საბა წიწიკაშვილი

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: