მთავარი > ახალი ამბები > ,, „თრიალეთის” გათიშვა თოქ-შოუში ნინო ბურჯანაძის მონაწილეობას საეჭვოდ დაემთხვა”

,, „თრიალეთის” გათიშვა თოქ-შოუში ნინო ბურჯანაძის მონაწილეობას საეჭვოდ დაემთხვა”


ნინო ბურჯანაძე ,,თრიალეთის" პირდაპირ ეთერში

ნინო ბურჯანაძე ,,თრიალეთის" პირდაპირ ეთერში

ტელე-რადიო კომპანია  ,,თრიალეთი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კომპანიას საქართველოს ტელეცენტრმა გორის ტელეანძაზე გადამცემები გამოურთო და ამდროისთვის არხის სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობა რეგიონის მასშტაბით შეწყვეტილია. ,,თრიალეთის” მაუწყებლობის გათიშვას საქართველოს ტელეცენტრში ტელე-რადიო კოპანიის სამი თვის დავალიანებას უკავშირებენ. ტელეკომპანიაში კი განმარტავენ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლების გაგრძელებაა.

რაც შეეხება ,,თრიალეთის” დავალიანებას მისი ხელმძღვანელობის განმარტებით არხს გარკვეული ფინანსური პრობლემები მართლაც აქვს თუმცა ტელეცენტრის ხელმძღვანელობას პოლიტიკური დავალების შესრულებაში ადანაშაულებენ:

,,თრიალეთი” სამი თვის დავალიანების გამო გამორთეს, მაშინ როდესაც ნაციონალურ მაუწყებლებს რამდენიმე წლის დავალიანების გამოც კი ასე ერთი ხელაღებით არ უთიშავენ გადამცემს.  ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ბოლო მსგავსი შემთხვევა, როდესაც 2 წლის დავალიანების გამო ერთ-ერთ ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლეს, ისე რომ მისთვის მაუწყებლობა არ შეუწყვეტიათ. ჩვენს შემთხვევაშიც მიემართათ სასამართლოსთვის. აღსანიშნავია, რომ „თრიალეთს” ტელეცენტრთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ფართის დაქირავების თაობაზე, რაც მაs ტელეკომპანიის გადამცემის გამორთვის უფლებას არ აძლევs. საეჭვოდ დაემთხვა „თრიალეთის” გათიშვა გუშინ თოქ-შოუ ,,ცხელ ხაზში” ნინო ბურჯანაძის მონაწილეობას და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ტელეცენტრის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული  აღნიშნული სადამსჯელო ღონისძიებები ,,თრიალეთის” ეთერში გასული თოქ-შოუების და სიუჟეტების შედეგია. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც  ხელისუფლებამ „თრიალეთს” საკუთარი ანძის დადგმის საშუალება არ მისცა. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ  ასე მარტივად ჩაახშობს თავისუფალ სიტყვას, ჩვენი აზრით, ამაზე თავად მოსახლეობაც არ დახუჭავს თვალს.  ერთი საათია რაც „თრიალეთი” გამორთულია და ოფისში მოსახლეობის მხრიდან უმარავი ზარი შემოდის, ისინი თვისუფალ მედიას მხარდაჭერას და თანადგომას ჰპირდებიან” – აცხადებს არხის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: