მთავარი > ახალი ამბები > ორგანიზაცია ,,არა”-ს აქცია გორში

ორგანიზაცია ,,არა”-ს აქცია გორში


This slideshow requires JavaScript.

მოძრაობა “არა”-მ დღეს გორში მედიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია-მსვლელობას გამართა.  “არას” წარმომადგენლებმა გორის პოლიცის სამმართველოსთან მჯდომარე აქცია გამართეს, მანამდე გორის საკრებულოს შენობასთან იმყოფებოდნენ და დაცვის პოლიციას ტელევიზორი გადასცეს.  ,,საკრებულოს თავმჯდომარეს გადაეცით ეს ტელევიზორი, რათა ჩართოს და უყუროს არა თუ ივანე მერაბიშვილის არხებს, არამედ ტელეკომპანია ,,თრიალეთს” – უთხრა ,,არას” წარმომადგენელმა ლევან ჩიტაძემ დაცვის პოლიციის წარმომადგენელს.

“აქციის მიზანია, მედიაზე ზეწოლა და თავდასხმები შეწყდეს და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს საჯარო ინფორმაციის მოპოვების საშუალება მიეცეთ”, – განაცხადა სვანაძემ.

“არას” აქციას გორში ოპოზიციური პარტიების რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ტელეკომპანია ,,თრიალეთს” გუშინ სატელვეზიო ანძამ მაუწყებლობა შეუწყვიტა. მართალია მოგვიანებით არხის ტრანსლაცია აღდგა, თუმცა ტელევიზიის მფლობელის ბადრი ნანეტაშვილის განცხადებით, ეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა იყო.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: