მთავარი > ახალი ამბები > სკანდალი პირდაპირ ეთერში

სკანდალი პირდაპირ ეთერში


სკანდალი მოხდა ტელეკომპანია ,,თრიალეთის” პირდაპირ ეთერში. იმ დროს, როდესაც გადაცემა ,,კვირის თემა” მიმდინარეობდა, მოულოდნელად სიტუაცია დაიძაბა და ეთერში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ლადო ბიჭაშვილი გამოჩნდა. გადაცემის წამყვანის ნოდარ სხირტლაძის დებატების მთავარი თემა ,,მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობა” იყო. მას სტუმრები სამოქალაქო და პოლიტიკური სპექტრიდან, ასევე ხელისუფლებიდან ჰყავდა. ეთერში ლადო ბიჭაშვილი მაშინ შევიდა როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანია ,,თრიალეთს” არაობიექტურობაში და ტენდენციურობაში ადანაშაულებდნენ. ეთერში შესულმა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ლადო ბიჭაშვილმა მათ ურჩია, რომ არაობიექტური და ტენდენციური სიუჟეტების არსებობის შემთხვევაში, ეთიკის ქარტიის საბჭოში უჩივლონ.

გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთი ბებიაშვილი, გორის საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან – დავით რაზმაძე, თავისუფალი დემოკრატების გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი თამაზ შიოშვილი, ხოლო ხელისუფლების მხრიდან გორის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი კახა ტოლიაშვილი და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია ომაძე.

პირველ წუთებზე გადაცემის ,,კვირის თემის” მთავარი განსახვილელი საკითხი ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის შესახებ ,,თრიალეთსა” და გამგეობას შორის არსებული დავა იყო. როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უარი თქვა სოფელ ახალდაბაში, ანძის მიმდებარე ტერიტორიის საპრივატიზებო ნუსხაში ჩასმაზე. ,,თრიალეთის” ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იმიტომ არ ჩასვეს საპრივატიზებო ნუსხაში, რომ ამ მიწის შესყიდვა მათ სურდათ.

მომდევნო თემა გორის ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა ბიუროს სახით, ჟურნალისტებისთვის შექმნილ ბარიერებს ეხებოდა. შემდეგ საუბარი ,,თრიალეთის” ჟურნალისტის, ეთიკის ქარტიის ხელმომწერის ლადო ბიჭაშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტს შეეხო, რომლის მომზადებული სიუჟეტი ,,შიდა ქართლის დღეებს” ეხებოდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნულ სიუჟეტს ცილისმწამებლური და არაობიექტური უწოდა.

ასეთივე შეფასება დაიმსახურა ქალაქ ქარელში ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მიწის ფართის წართმევის შესახებ მომზადებულმა სიუჟეტმა. ამ მიწის ფართზე ქარელის გამგეობამ ამჟამად მოსაცდელი გააკეთა. გადაცემის წამყვანი ირწმუნებოდა, რომ მიწის ფართი ,,თრიალეთს” კანონიერ მფლობელობაში ჰქონდა.

ამის საწინააღმდეგოდ სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ნათია ომაძემ ჟურნალისტი სიცრუეში დაადანაშაულა. ,,ეს სიუჟეტი იყო ტენდენციური, რადგან მასში არ იყო წარმოდგენილი იმ მხარის პოზიცია, რომელიც დაადასტურებდა თრიალეთის მხრიდან მიწის ნაკვეთზე რაიმე სახით მფლობელობის სინამდვილეს”. ამ დებატებს ეთერში ლადო ბიჭაშვილის შესვლა მოჰყვა. ის დასახელებული რამდენიმე სიუჟეტის ავტორია. მისი თქმით, ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.

ლადო ბიჭაშვილი ირწმუნება, რომ მისი სიუჟეტები ობიექტურია, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა ,,ეთიკის ქარტიის” წინაშე წარსდგეს, რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი ექნება დაინტერესებულ მხარეს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა კახა ტოლიაშვილმა კი განაცხადა, რომ მისი მიზანი არაა ვინმეს სადმე ჩივილი, არამედ აუცილებელია ურთიერთობის მოგვარება.

p.s გაზეთი ,,ქართლის ხმა” შეშფოთებულია აღნიშნული ინციდენტით, მით უფრო როდესაც საჯაროდ ეთიკის ქარტიის წევრის ლადო ბიჭაშვილის ტენდენციურობაში დადანაშაულება მოხდა. ვიმეორებთ რომ ეს მოხდა საჯაროდ, მთელი რეგიონის მასთშტაბით და თავისი დაძაბულობიდან გამომდინარე, მას მოსახლეობის დიდი ნაწილი უყურებდა. ასეთ კონტექსტში ეთიკის ქარტიის ხსენება და მისი წევრის დადანაშაულება, ისე რომ არ მომხდარა საბოლოოდ კონკრეტული სიუჟეტების მასალების განხილვა ბოლომდე, ვფიქრობთ, ყურადსაღები უნდა იყოს ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრებისადმი და მისი ღირსებისათვის. ამდენად ვფიქრობთ, რომ ასეთ ვითარებაში საჭიროა ეთიკის ქარტიის ჩარევა და მისი წევრის მიმართ საჯაროდ წარმოთქმული მართალი თუ არამართალი ბრალდებების გაბათილება-განხილვა.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. eGeoo
    March 5, 2011 at 8:51 am

    კარგია, რომ ესეთი მასალები მარტო ადგილზე კი არა, არამედ ინტერნეტის სივრცეზე (ე.ი. ვისაც აინტერესებს გორის ამბები ადგილმდგომარეობის მიუხედავათ ) განიხილება!
    სად შეიძლება ინტერნეტში ეს და სხვა გადაცემები ვნახოთ? ბმული თუ არსებობს, დასდეთ.

    ეხლა სიუჟეტზე. არაობიექტური ორივე მხარე შეიძლება იყვეს. მითუმეტეს, რომ საკუთრებას ეხება კამათი. ორივე მხრიდან უნდა იყვეს მეტი ინფორმირება მოსახლეობის (ან მომხმარებლის). თუ ხელისუფლებას ამის ტრადიცია და მენტალიტეტი არ გააჩნია, ტელეკომპანია ხომ პირდაპირ არის ვალდებული ყოველი კონფლიქტის გარეშე მაქსიმალურად დაასაბუთოს თავისი პოზიცია!

    • March 5, 2011 at 9:36 am

      მოგესალმებით. ტელეკომპანია ,,თრიალეთის” საინფორმაციო გამოშვებების ნახვა ინტერნეტში შესაძლებელია myvideo.ge-ზე, საღამოს 10 საათზე, ხოლო სხვა საათებში მაესტროს ,,ახალი ამბების” დამთავრების შემდეგ.

  2. eGeoo
    March 5, 2011 at 11:22 am

    myvideo.ge ფასიანია საქართველოს გარეთ. მათი შეგნება ჯერ ვერ ავიდა იმ დონეზე, რომ შეზღუდვით ნაშოვნი კაპიკები მომავალში დაკარგული ტრაფიკი და მილიონებია.
    იქნებ საინტერესო სიუჟეტები აქ დასდოთ ხოლმე? თქვენც მოგესალმებით!

    • March 5, 2011 at 11:27 am

      ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი შეზღუდვები არსებობს. ეს ნამდვილად არ ვიცოდი. არის კიდევ ერთი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ,,თრიალეთის” სიუჯეტების ნახვაში. ჩვენ სამწუხაროდ მათ სიუჟეტებს ვერ დავდებთ. აბა აქ ნახეთ ხოლმე:www.trialeti.ge

      • eGeoo
        March 5, 2011 at 1:07 pm

        მადლობთ. ვიცი ეგ ბმული. ადრე კასპერი არ მიხსნიდა მაგ ბმულს – ვირუსები ისხდნენ მაგ საიტზე. საინტერესოა სადამდის ხშირად ახლდება ინფორმაცია მაგ საიტზე? ადრე თვეობით არაფერი იცვლებოდა.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: