მთავარი > ახალი ამბები > ,,ფეხბურთის” კვალი გორის მწერალთა კავშირის შენობის ყიდვასთან

,,ფეხბურთის” კვალი გორის მწერალთა კავშირის შენობის ყიდვასთან


9 მარტს გორის ადმინისტრაციულ შენობაში მწერალთა კავშირის შენობა გაიყიდა. 151 კვ.ფართი ქალაქის უკიდურეს ცენტრში, ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი 102 400 ლარს შეადგენდა, განმეორებით აუქციონზე ფასი განახევრდა და 51 200 ლარამდე დავიდა. იგი ვინმე სურენ გურგენიძემ იყიდა, რომლის საცხოვრებელი სახლის იურიდიული მისამართია სოხუმი, ოქტომბრის #3.

,,ქართლის ხმა”-მ გაარკვია, რომ სურენ გურგენიძე  შპს ,,მადა”-ს დირექტორია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული კომპანია თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის #34-ში მდებარეობს. სურენ გურგენიძემ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ კომენტარს ,,ლაპარაკის არ ცოდნის” გამო არ მოგვცემდა.

ჩვენ ჩვენი ძალებით  გავარკვიეთ რას წარმოადგენს შპს ,,მადა”.

2010 წლის 3 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს ”მადა”-მ და შპს ”გლობალ მედია ჯგუფმა” მიმართა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ  შპს „მადის“ კუთვნილი საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზია შპს „გლობალ მედია ჯგუფისთვის“ გადაცემულიყო.  კომისიამ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა და შპს ,,მადა”-ს ლიცენზია გადასცა ,,გლობალ მედია ჯგუფს”, იგივე GMG-ს.

ინტერნეტგაზეთ ,,ნეტგაზეთის” ცნობით, GMG-ი, 2010 წლის 27 ივლისს, დააფუძნა „რუსთავი 2“ –ის გადაცემა „ვის უნდა 20 ათასის“ წამყვანმა მამუკა გამყრელიძემ. მოგვიანებით  კომპანიის მეწილე გახდა შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფი“, რომლის დირექტორიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ყუბანეიშვილია.
„მედია საკონსულტაციო ჯგუფის“ 100%–ანი წლის მფლობელი გიორგი კოღუაშვილია. კოღუაშვილი იმავდროულად არის რუსთავში საკაბელო ქსელის პროვაიდერი კომპანია „თორი“–ს მფლობელი. კოღუაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის ივნისში მოექცა, როდესაც მისმა კომპანიამ რუსთავის საკაბელო ქსელიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ მაუწყებლობა გათიშა, რასაც რამდენიმე საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ამ ამბებიდან ორი თვის შემდეგ, 2009 წლის 7 აგვისტოს, გიორგი კოღუაშვილმა 100%–ანი წილით შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. 2010 წლის მაისში მის კომპანიას ჯერ შპს „ჯი ელ ტვ“ შეერწყა (მფლობელები: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი დირექტორი ზაზა შენგელია – 30%–ანი წილით და „რუსთავი 2“ –ის ამჟამინდელი დირექტორი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს–პარტნიორი გიორგი გეგეშიძე – 70%–ანი წილით), ხოლო შემდეგ კი, ივლისში ეს კომპანია „გლობალ მედია ჯგუფის“ მეწილე გხადა.

GMG რეგისტრირებულია მისი ოფიციალური მფლობელის, კოღუაშვილის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა ამჟამად კომპანია იმავე შენობაში ფუნქციონირებს, სადაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა განთავსებული.

1 თებერვლიდან GMG–მ, საკაბელო ტელევიზიების ეთერით, ოთხი არხით – ორი სპორტული და ორი კინო არხით დაიწყო მაუწყებლობა. იმავდროულად საკაბელო ტელევიზიებმა ყველა სპორტული არხი გათიშეს.

სპორტული არხების გათიშვის მიზეზი, როგორც ნეტგაზეთს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და თავად „გლობალ მედია ჯგუფში“განუცხადეს, სპორტული მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება გახდა, რომელიც GMG–მ მოიპოვა.

GMG-ის მთავარი პროდიუსერი ბიძინა ბარათაშვილი, რომელიც მანამდე ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი იყო, „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ მათ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიწერეს წერილი, სადაც წარუდგინეს ჩამონათვალი იმ სპორტული ჩემპიონატებისა, თუ მატჩებისა, რომლის საქართველოში ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ GMG–ის აქვს და ამ ექსკლუზიური უფლების დაცვა მოთხოვეს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 18 თებერვალს 6 საკაბელო მაუწყებელს სხვადასხვა არხის ტრანსლირება აუკრძალა, მათ შორის, არა მხოლოდ სპორტული, არამედ ისეთი არხებისაც, როგორიცაა CNN, National Geographic, Discovery და სხვა. კომისიამ დაადგინა, რომ ამ არხებს არამართლზომიერად გადასცემდნენ საკაბელო ტელევიზიები.

რეალურად აკრძალვა მხოლოდ იმ არხებზე გავრცელდა, რომელზეც, როგორც GMG–ში აცხადებენ, მათ ექსკლუზიური ჩვენების უფლება აქვთ .

GMG–მ „ნეტგაზეთს“ უარი განუცხადა ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩვენებაზე. “

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: