მთავარი > ახალი ამბები > ვინ არის პასუხისმგებელი ვარიანში წლინახევრის ბავშვის გარდაცვალებაზე

ვინ არის პასუხისმგებელი ვარიანში წლინახევრის ბავშვის გარდაცვალებაზე


გორის რაიონის სოფელ ვარიანში ზუბაშვილების ოჯახში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. დედის მხრიდან გარდაცვალების მიზეზად საკვების ნაკლებობა და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა სახელდება. დედამ ხათუნა სირანაშვილმა რამდენჯერმე დახმარებისთვის  გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა, თუმცა მისი თქმით არანაირი დახმარება არ მიუღია. ოჯახის გაჭირვებაზე საუბრობს მამა გრიგოლი, რომელიც ზუბაშვილის მეზობელია. ოჯახი მრავალშვილიანია. ბავშვის გარდაცვალებამდე სახლში 4 ბავშვი იზრდებოდა, ხოლო მეხუთე ბავშვი დედას მშობლებთან ჰყავს დატოვებული.

 

მამა გრიგოლი: ,, ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. არა აქვთ საიმისო შემოსავალი, რომ თავი გაიტანონ. რაც საშუალება არსებობს, ეხმარება ხალხი.” იგივეს ადასტურებს მისი მეუღლე. ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზე ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურა. სოფლის გამგებელი ნუგზარ კარელიძე და ამბულატორიის ექიმები – ირინა ფანოზაშვილი და ჟუჟუნა პაპიაშვილის  თქმით, მძიმე შედეგის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

 

ნუგზარ კარელიძე: (სოფლის გამგებელი)- ,,ოჯახი იღებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებისთვის გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას 180 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მიღებული აქვთ ყველა ის დახმარება, რაც არსებობდა. არ გამოგვიტოვებია მათთვის არც ერთი პროგრამა. ბოლოს განცხადება შემოიტანა მინებთან დაკავშირებით. მინებიც მიცემული გვაქვს. გამგეობაში შეტანილი ერთ-ერთი  განცხადება სახლის რეაბილიტაციას ეხებოდა. ომისგან დაზიანებული სახლების რეაბილიტაციას საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ 2008-2009 წლებში ახორციელებდნენ. ჩვენ  რაც საშუალება გაგვაჩნდა დავეხმარეთ, გარდა ამისა, ოჯახს გააჩნია პოლისი. ბავშვის მამა მუშაობს მის მეზობელ მამა გრიგოლთან. ოჯახს ეხმარებოდნენ სხვა მეზობლებიც. რამდენჯერაც მოუმართავს ჩემთვის, იმდენჯერ დავეხმარეთ. შეუძლებელია, სოფელში ვინმე შიმშილით დაიღუპოს. უბრალოდ, აქ საქმე გვაქვს ჩვილი ბავშვისთვის შეუფერებელ პირობებთან. რა დაავადება ჰქონდა ბავშვს და რა სჭირდება, ეს ნამდვილად ჩვენთვის უცნობია. თუ სადმე საავადმყოფოში ვიღაცამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია “.

 

კახა ტოლიაშვილი: (გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი) – ,,მიმდინარე წლის იანვრიდან, სოციალური პროგრამების ფარგლებში, მრავალშვილიანი ოჯახებს 300 ლარს ვაძლევთ. ოჯახი ასევე იღებს სოციალურ დახმარებას თვეში 180 ლარს. მიღებული აქვთ სხვადასხვა სახის დახმარება. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელიც მათ ბოლოს შემოიტანეს, ეს ეხებოდა სახლის რეაბილიტაციას. მათი სახლი არის ძველი. ასეთი სახლების რეაბილიტაციის პროგრამა კი ჩვენს ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული.”

 

ირინა ფანოზაშვილი: სოფლის ამბულატორიის ექიმი-პედიატრი: – ,,ჩვენთან ბავშვი აღრიცხვაზე გვყავდა. ბოლო დროს აღენიშნებოდა ფილტვების ანთება. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ოჯახის მხრიდან,  ბავშვის მოვლასა და გაზრდაში  ელემენტარული განათლების ნაკლებობასთან. როდესაც დედა ჩვენთან იყო, აცხადებდა, რომ ბავშვს მხოლოდ მანიფაფას აჭმევდა. ვარიგებდით, რომ საჭირო იყო ბავშვის კვების რაციონის შეეცვალა ბუნებრივი და  ხელოვნური რძის ნაწარმით, მაწვნით, სხვა და სხვა შერეული საკვებით. ამას თავისი ყურადღება სჭირდება. პირადად მათ სახლში ვარ ნამყოფი. ჩვენი რეკომენდაციები არ სრულდებოდა. საკუთარი თვალით  ვნახეთ სრული ანტისანიტარია. ამბულატორიის თანამშრომლებმა საკვებიც და ტანსაცმელიც შევუგროვეთ. ვთვლით, რომ წარმოუდგენელი რამ მოხდა, თუმცა დედას რომ ჩვენი რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა, ბავშვი აუცილებლად გადარჩებოდა. მათ ასევე ორი სხვა ბავშვი ჰყავთ დაღუპული დაახლოებით იმავე ასაკში. ანალოგიურად ჯანმრთელობის პრობლემის გამო. ვიცით, რომ მამამისი მუშაობს, დღეში 15 ლარი აქვსო შემოსავალი, ასე ამბობენ სოფელში. ”

ჟუჟუნა პაპიაშვილი_ სოფლის ამბულატორიის თერაპევტი: – ,,ოჯახი რათქმა უნდა გაჭირვებას განიცდიდა. ჰქონდათ საკვების დეფიციტი. გარდა ამისა, დედის მხრიდან არსებობდა ასევე ყურადღების ნაკლელობა. მაგალითად, აცრების დროს რამდენჯერმე თავად მივაკითხეთ. თვითონ არ ცდილობდა ამის გამოსწორებას. ჩვენი რეკომენდაციები და რჩევები არ სრულდებოდა. გვეთანხმებოდა ყველაფერში, თავს გვიქნევდა და გვპირდებდა, რომ ყველაფერს შეასრულებდა, მაგრამ მერე ეს რჩევები არ სრულდებოდა. ბოლო დროს, ძირითადად ჩვენთან აღარც მოდიოდა. როგორც ვიცი, იაშვილის კლინიკაშიც ჰყავდათ. აღენიშნებოდა ასევე ფილტვების ანთება.”

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. amirejibi
    March 14, 2011 at 6:20 pm

    ნუგზარ კარელიძე: (სოფლის გამგებელი) anu risi tqma ginda? rom puls adzlevdit da ojaxi dzalit shimshilobda da bavshvi dzalit ar chamda sikvdilamde? vis atyuebt tqve farchakebo kali ambobs 2008 clidan daxmareba ar migvigiao da ityueba ara>? unamusoebi xart kals shvili moukalit shimshilit da kide tyuilshi adanashaulebt, rat unda saertod magas laparaki bolobolo jibidan amoige da mieci fuli ra kaci araxar?

  2. შამუგია
    March 15, 2011 at 6:21 am

    მართლაც უსინდისოებო,ღმერთის გეშინოდეთ!რამდენი კიდევ არის ასეთ მდგომარეობაში.ჯერ კიდევ ცოცხლობენ.ბევრი მალავს მდგომარეობას იმიტომ რომ ჯერ შერჩა თავმოყვარეობა.საკუთარმა “დაქირავებულმა” მთავრობამ მოსახლეობას მოუწყო გენოციდი.მასხარა კი საზღვარგარეთ თავს იწონებს-სირცხვილი ჩვენი.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: