მთავარი > ახალი ამბები > მეჯვრისხევში სასმელი წყალი ,,ძვირია”

მეჯვრისხევში სასმელი წყალი ,,ძვირია”


გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში სასმელი წყლის პრობლემა ისევ დგას. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სოფელში 6 ჭაბურღილის მშენებლობა დააფინანსა, ისინი ფაქტობრივად უფუნქციოა. დიდი და პატარა მეჯვრისხევის მოსახლეობას იმ გახარჯული ელექტოენერგიის საფასურის გადახდის საშუალება არა აქვს, რომელიც ამ ჭაბურღილების ამუშავებას სჭირდება.

გასულ კვირას, მეჯვრისხევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ესტუმრა. მეჯვრისხევის რამდენიმე მოსახლე ბაქარაძის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. როგორც ისინი აცხადებენ, ბაქარაძე ისე ესტუმრა სოფელს, ამის შესახებ სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა საქმის კურსში არ იყო.

სოფელის გამგებელი ხვიჩა ცარიელაშვილი ,,ქართლის ხმა”-სთან საუბარში აცხადებს, რომ სასმელი წყლის პრობლემა ძირითადად თანხის გადაუხდელობა იწვევს. მისი თქმით, მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი ფული არა აქვს.  ,,ჩვენი გაანგარიშებით, თითო ოჯახს 2.50 – 3 ლარის გაღება სჭირდება, იმისათვის რომ ჭაბურღილებმა იმუშაოს. როგორც ჩანს, ამის საშუალებაც არა აქვთ” – ამბობს სოფლის გამგებელი.

დავით ბაქრაძემ კი რეგიონის რწმუნებულთან ერთად მეჯვრისხევში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. ეს ობიექტი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით გაკეთდა.

თავის დროზე, მეჯრვისხევის მოსახლეობა სასმელ წყალს ოსურ სოფელ ღრომიდან წყაროს წყლების საშუალებით თვითდინებით იღებდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ეს კომუნიკაცია შეწყდა. თავის მხრივ ღრომელები ელექტრენერგიას მეჯვრისხევიდან გაყვანილი სადენებით იღებენ. წყალი და დენი, მეჯვრისხევსა და ღრომს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას და განვითარებას, ხელს უწყობდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მეჯვრისხევში ჭაბურღილების დამონტაჟება დაიწყო, ამ  ურთიერთობას წერტილი დაესვა. როგორც მეჯვრისხეველები ამბობენ,  ურჩევნიათ მათ ღრომელებთან საქმე თავადვე მოაგვარონ.

,,როგორც კი ქართველები მათ დენს უთიშავდნენ, ისინი წყალს გვიწყვეტავდნენ. შემდეგ ხდებოდა მათთან მოლაპარაკება. ჰქონდათ წინადადება, დენი და წყალი ერთმანეთში გაგვეცვალა, თუმცა ენერგოპრო მათგან თანხას ითხოვდა. ამის გამო, ისინი ჩვენ წყლის გადასახადს გვთხოვდნენ. ბევრჯერ აგვიკრეფია 500-600 ლარი და გაგვიგზავნია თანხა მათთან, სანაცვლოდ წყალი მუდმივად გვქონდა. ეს ჭაბურღილები კი როცა მუშაობს, დღეში სამი საათი მუშაობს. ნადგამი წყალი ვის რად უნდა?” – ამბობენ ისინი.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: