მთავარი > ახალი ამბები > გორელებისთვის ყალბი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მომზადება 1 000 ლარი ღირს

გორელებისთვის ყალბი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მომზადება 1 000 ლარი ღირს


გორში დაკავებულ ექიმ-ქირურგს ნიკა გურგენიძეს გორის პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. გორის რაიონული სასამართლოდან მიღებული მასალებით, ,,ქართლის ხმის”-თვის ცნობილი ხდება, რომ ექიმს საპროცესო შეთანხმება 7 თვის პირობითი მსჯავრის და სახელმწიფოსთვის გადასახდელი ჯარიმის, 30 000 ლარის სანაცვლოდ დაუჯდა. ნიკა გურგენიძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით ედება, ე.ი. ,,მან ჩაიდინა თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.”

საქმე იმაშია, რომ 2010 წლის 9 ნოემბერს გორის ქალაქის საავამდყოფოს შპს ,,გორმედის”  ექიმ-ქირურგს ნიკა გურგენიძეს ჯანმრთელობის დაზიანების დამადასტურებელი ცნობის ასაღებად,  ერთ-ერთი მოქალაქე ქალბატონი დაუკავშირდა. აღნიშნული ქალბატონის ვინაობას სასამართლო და  სამართალდამცავი ორგანოები ასაიდუმლოებენ. სასამართლოდან წარმოდგენილ განაჩენში დაზარალებულად ცნობილი მოქალაქის გვარი და სახელი გადაშლილია. ამის მიზეზად სასამართლო პირად საიდუმლოებას ასახელებს. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ექიმ-ქირურგთან მოქალაქე ფარულ ვიდეო და აუდიო ჩაწერას ახორციელებდა, რა თქმა უნდა, პოლიციასთან შეთანხმებით. მას სხეულის დაზიანება ძმის შვილმა მიაყენა.

აღნიშნულ პიროვნებას ექიმი ნიკა გურგენიძე 2010 წლის 9 ნოემბერს შეპირდა, რომ გაერკვეოდა ყველაფერში და საქმეს სასამართლო-ექსპერტთანაც მოუგვარებდა, რაც 1000 ლარი დაჯდებოდა. მოგვიანებით 2010 წლის 19 ნოემბერს ექიმმა ნიკა გურგენიძემ სატელეფონო საუბარში აღნიშნული პიროვნება კვლავ დაარწმუნა, რომ ყველაფერს მოუგვარებდა, საჭირო იყო ფულადი თანხა 150 ლარი. გარდა ამისა, იქვე  დაუთქვა შეხვედრა  თავის სამუშაო კაბინეტში. შეხვედრა 2010 წლის 21 ნოემბერს მოხდა და ფულის გადაცემაც იმ დროს მოხდა. რამდენიმე წუთში, 15 სთ-სა და 20 წთ-ზე ექიმის კაბინეტში სამართალდამცავები შევიდნენ და ნიკა გურგენიძე დააკავეს.

თავდაპირველად, დაკავებულის მხარემ პატიმრობის სანაცვლოდ, გირაო 3 000 – 4 000 ლარი შესთავაზა პროკურატურას, რაც ამ უკანასკნელისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მოგვიანებით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები გაგრძელდა და საბოლოოდ მოხდა შეთანხმება – 30 000 ლარზე და 7 წლით თავისუფლების პირობით აღკვეთაზე.

რადგანაც სასამართლო გამოძიება პრაქტიკულად არ ჩატარებულა, პრესისთვის უცნობი დარჩა, თუ ვისთან აპირებდა ექიმი ნიკა გურგენიძე საქმის მოგვარებას სასამართლო ესქპერტიზის ბიუროშიც კი.  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისში მიაჩნიათ, რომ სამართალდაცავი ორგანოები ვალდებულნი იყვნენ მაქსიმალურად სიღრმისეულად მიყოლოდნენ აღნიშნულ საქმეს, რადგან როგორც საქმის მასალებიდან ჩანს,  მათთვის წინდაწინ ოპერატიულად იყო ცნობილი, რომ ექიმი გურგენიძე ყალბი სამედიცინო ცნობის მომზადებას სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში აპირებდა. გამოძიებას ამ კუთხით არაფერი გაუკეთები.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: