მთავარი > ახალი ამბები > სოფლის პროგრამამ მოსახლეობის აზრი ორად გაჰყო

სოფლის პროგრამამ მოსახლეობის აზრი ორად გაჰყო


ქვახვრელი

ქვახვრელი

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 2011 წლის 15 მარტს სოფლის კრება ჩატარდა. მოსახლეობის შეკრების მიზეზი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი 31 500 ლარის ხარჯვის საკითხი იყო. მოსახლეობას თავად უნდა გადაეწყვიტა, თუ რაში უნდა დაეხარჯა ეს ფული. შეხვედრაზე აზრი ორად გაიყო. მოსახლეობის ნაწილი სოფლის შუაგულში, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითხოვდა, ნაწილი კი დაუმთავრებელ სპორტულ მინი-მოედნის ხალიჩის დაგებას. როგორც ,,ქართლის ხმის”-თვის გახდა ცნობილი, მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერ შეთანხმდნენ.

კრებაზე, საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის, ხელმოწერების შეგროვება გადაწყვიტეს.  იმ ადამიანებმა, ვისაც სპორტული მინი-მოედნისთვის ხალიჩის დაგებას ითხოვდნენ, მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ხოლო დანარჩენებმა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მომხრეთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. რომელიც მეტი მოგროვდება, ის გუნდი გაიმარჯვებს.  ჯერ-ჯერობით, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მომხრეები ჭარბობენ.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: