მთავარი > ახალი ამბები > საკრებულომ ,,უფასო სასადილოს” მენიუ დაამტკიცა

საკრებულომ ,,უფასო სასადილოს” მენიუ დაამტკიცა


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განკარგულება სახელწოდებით ,,უფასო სასადილოს მენიუს დამტკიცების შესახებ”, დღეს, 18 მარტს,  მიიღო. სასადილოში, სადაც სოციალურად გაჭირვებული 100-მდე ადამიანი მიდის,  ყველაზე ძვირფასი საჭმელი ხუთშაბათს და შაბათს იქნება. დანარჩენ დღეებში – ბორშჩი, წიწიბურა,  მაკარონი, სოკოს წვნიანი და სხვადასხვა ხილის კომპოტი დახვდებათ.

ასე მაგალითად,  ,,მძიმე დღედ” ცნობილ ორშაბათს სოციალურად გაჭირვებულებს თითო ადამიანს 400 გრ ბორშჩი, 200 გრ მაკარონი (საქონლის ფარშით) და 200 გრ  ხილის კომპოტი შეხვდება. ჯამში ორშაბათის ეს სიამოვნება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 152.77 ლარი დაუჯდება.

სამშაბათის მენიუში ბრინჯის წვნიანი შემოდის, რომელსაც კვერცი ექნება გარეული. ამას დაემატება მოხარშული თევზი კარტოფილის პიურეთი. განკარგულების მიხედვით, წვნიანი თითო ადამიანს 400 გრ, ხოლო მეორე კერძი – 250 გრ ეკუთვნის. დესერტად კვლავ ხილის წვენია. სამშაბათის მენიუს მთლიანი ღირებულება 100 კაცზე 152.81 ლარს შეადგენს.

ოთხშაბათს გაჭირვებულები წიწიბურას წვნიანს და ლობიოს მიირთმევენ. ხილის კომპოტიანად ოთხშაბათის მენიუ 154.82 ლარადაა შეფასებული.

ხუთშაბათს, გემოვნებიანი ადამიანებისთვის, ხორცის ხარჩო და ბრინჯის ფლავი გაჩნდება. სულ 170.61 ლარის ღირებულების.

პარასკევს სოკოს წვნიანს  სოიოს სოუსი თავის ხილის კომპოტით დაემატება. ჯამში 106.72  ლარისა.

შაბათს, გაჭირვებულები,ჩიხირთმასთან ერთად კომბოსტოს სალიანკას დააგემოვნებენ . (სულ 125.92 ლარი)

კვირა დღეს კი მაკარონის წვნიანი და მოხარშული კვერცხი დახვდებათ. ხილის კომპოტი ამჯერადაც მთავარი დესერტი იქნება. (ჯამში 124.06 ლარი)

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: