მთავარი > ახალი ამბები > დისკუსია უსაფრთხოების სისტემის შესახებ საზღვრისპირა სოფლებში

დისკუსია უსაფრთხოების სისტემის შესახებ საზღვრისპირა სოფლებში


კონფლიქტის ზონა

კონფლიქტის ზონა

19 მარტს, გორში, სასტუმრო ,,ვიქტორიაში~ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის (CIPDD), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (GYLA) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით გამართულ საჯარო დისკუსიების დროს, ადგილობრივი თემების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის  დიალოგი გაიმართა. საკითხები იმ ძირითად გამოწვებებს შეეხო როგორიცაა, მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა.

 

მანამდე, 2010 წლის ივნისში ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფებმა მოსახლეობასთან მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრობლემების გამოვლენის მიზნით, კონსულტაციები გამართა. ამ ჯგუფში შედიოდნენ რეზო ოქრუაშვილი და ნაზი ბერუაშვილი, რომლებმაც შეხვედრაზე მომზადებული ანგარიში წარმოადგინეს. რეზო ოქრუაშვილის თქმით, კონსულტაციების შედეგად რამდენიმე ძირითარი პრობლემა გამოკვეთა:

,,გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები: უსაფრთხოების არარსებობა ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ და ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში. მოვლენების ასე გაგრძელების შემთხვევაში გაიზრდება მიგრაცია და შემცირდება ჯერ კიდევ შემორჩენილი კავშირები ადმინისტრაციული ზოლით დაშორებულ ქართველებსა და ეთნიკურ ოსებს შორის. გარდა ამისა, ხალხს არ გააჩნია ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შიდა ქართლის რეგიონში დარიგებული დახმარებების შესახებ.” – განაცხადა რეზო ოქრუაშვილმა.

ნაზი ბერუაშვილმა აღნიშნა, რომ შეიმჩნევა ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კომუნიკაციისა და კონსულტაციების დაბალი დონე. ,,ეს იმას ნიშნავს, რომ სამშვიდობო პროცესი და სტრატეგია ზუსტად არ პასუხობდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭირობებს.” – აღნიშნა ნაზი ბერუაშვილმა.

შეხვედრაზე წარმოდგენილ ანგარიშს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაციის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ესწრებოდნენ. პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი იყო. მისი თქმით, ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილება, აგრეთვე ისეთი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, როგორიცაა მიწა, წყალი, შეშა და საძოვრები..

შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ ზურაბ ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა თავად მიდის რისკზე, მიუხედავად იმისა, რომ მათთის კარგად ცნობილია უსაფრთხო ადგილების მდებარეობა. ,,როდესაც ადამიანს რამდენჯერმე აკავებენ იმის გამო, რომ კირბალის ტყიდან შეშა მოაქვს, ბუნებრივია მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ ის ადგილი არ არის უსაფრთხო. თუმცა მაინც მიდის რისკზე, კვლავ მიდის იმ ადგილზე და იმედი აქვს, როგორმე გადარჩება” – თქვა ზურაბ ჩხეიძემ.

,,ბოლო რამდენიმე მოლაპარაკებზე აქტიურია ეს საკითხები. ჩვენის მხრიდან ოთხი პუნქტი მოვაწყეთ, სადაც გამართულია ინფრასქტრუქტურა. თვითონ ოსურ მხარესაც  აქვს სურვილი გარკვეული პუნქტების გახსნისა, მაგრამ არ ემთხვევა ჩვენს მიერ შეთავაზებულ ვარიანტებს. მათ მაინც და მაინც იმ ადგილას უნდათ, სადაც დავუშვათ მათი სოფლებია ახლოს.” – აღნიშნეს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა.

შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ ისაუბრა ეთნიკურად ოს და ქართველებს შორის არაფორმალურ ურთიერთობებზე, მაგრამ ეს ხშირად მოსახლეობის ინიციატივით და იშვიათად ამა თუ იმ სოფლის გამგებლის ჩარევით ხდება.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ ყურადღება მიაქცია ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს: ,,აქ მე ვნახე ბროშურა, სადაც მოსახლეობის ინფორმირებულობაზეა საუბარი. კითხვაზე რა ან ვინ უშლის ხელს საზოგადოების ინფორმირებულობას, 900 გამოკითხულიდან უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ნაკლებია საზოგადოებაში მოთხოვნილება ინფორმაციაზე. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია ამ პრობლემასთან სახელმწიფოს როლი” – აღნიშნა ზვიად ხმალაძემ.

დარბაზში კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობაც ესწრებოდა. ნიქოზიდან, ხვითიდან, კარბიდან, ზარდიანთკარიდან და სხვ,. სოფლებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ყურადღება გაამახვილეს სოციალურ მდგომარეობაზე, რაც შეეხება სოფელ კარბს, აქ ქართული პოლიციის მიმართ გამოითქვა პრეტენზია, რომელსაც შეხცედრის ნაადრევად დატოვების გამო, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ შალვა ტრამაკაძემ ვერ მოისმინა: ,,ჩვენს სოფლებში პოლიციის შიშით სტუმარი ვერ ჩამოსულა. დადიან ამ პიკაპებით პოლიციელები და ხდება მოქალაქეების უმიზეზოდ გაჩერება, შემდეგ განყოფილებაში წაყვანა, ნერვების დაწყვეტა, თუკი ვინმე თვალში არ მოუვათ და სოფელში უცხოდ მოეჩვენებათ, მაშინვე ხდება მათზე ზეწოლა, ზედმეტი კითხვების დასმა, ვინა ხარ, აქ რა გინდა და ა.შ. იქნებ ამას მიექცეს ყურადღება” – აღნიშნეს კარბის მაცხოვრებლებმა.

აღნიშნულ ფაქტს საიას თამჯდომარე თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად კონფლიქტისპირა სოფლებში არსებული მდგომაორებისა, დაუშვებელია მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გადაადგილებისას შეზღუდვების დაწესება.

საბოლოო ჯამში, შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. დისკუსია სახელწოდებით “ერთად დავგეგმოთ მშვიდობა” არის გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების მოგვარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გაძლიერება კონფლიქტსა და სტაბილურობაზე“ და ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის „საქართველოში კონფლიქტის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა“ ნაწილი. მისი მიზანია:

ფართო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოში, უსაფრთხოებასთან, მშვიდობასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული  საკითხების ანალიზსა და ზოგადი პოლიტიკის შემუშავებაში.

•    თემების მონაწილეობით შემუშავებული, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სტრატეგიების გაცნობა, შესაბამის გამოწვევებზე რეაგირების მოხდენის მიზნით, როგორც ეროვნულ ისე რეგიონულ დონეზე;
•    ინფორმირებული და კონსტრუქციული დისკუსიის ხელშეწყობა მთავრობასა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, ძირითადი გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის სათანადო გზების მოძიების მიზნით.

გორში გამართულ დისკუსიაზე განსახილველი თემა იყო: ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ ზოლს გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისათვის.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: