მთავარი > ახალი ამბები, სტატიები > გორელი ფეხბურთელის ფინური თავგადასავალი

გორელი ფეხბურთელის ფინური თავგადასავალი


პავლე ხორგუაშვილი

პავლე ხორგუაშვილი

ფინეთში მოთამაშე გორელი ფეხბურთელის პავლე ხორგუაშვილის დაკავების ფაქტზე ახალ ინფორმაციას, მისი ოჯახის წევრები და დამცველები პარასკევს, 25 მარტისთვის ელოდებიან. საქართველოში ჩამოსულმა, ფეხბურთელის ე.წ. აგენტმა საჭირო დოკუმენტები , რომლითაც 23 წლის ხორგუაშვილის უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება, უკვე შეაგროვა. ამის იმედი ასევე ფეხბურთელის დედას, თანაც იურისტს ნინო შავშვიშვილსაც აქვს. პავლე ხორგუაშვილი გასულ კვირას, ფინეთის პოლიციამ 6 ზამბიელ ფეხბურთელთან ერთად დააკავა.

ერთადერთი რაც იცის ოჯახმა ისაა, რომ მათ შვილს ბრალი არა აქვს წაყენებული და დროებით ჰყავთ დაკავებული. ეს იმიტომ, პოლიციელები გარკვეულ ინფორმაციას აგროვებენ და ამუშავებენ.  სამართალდამცავებს ფეხბურთელების ერთმანეთისგან იზოლაცია ესჭიროებათ.

ფინეთის პრესის ცნობით, აფრიკელი ფეხბურთელები ადრეც მსგავს სკანდალში გახვეულან და ზოგიერთი მათგანი დაუკავებიათ კიდეც. ქართველი გულშემატკივრების გასაოცრად კი ამ სიტუაციაში ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

,,ქართლის ხმის” ინფორმაციით, ერთადერთი მოტივი, რაზედაც შესაძლოა პოლიციას პავლე ხორგუაშვილის პიროვნება დააინტერესდა, არის ის რომ ხორგუაშვილი ფინეთში ჩასვლისას, საერთო საცხოვრებელში, სწორედ ამ ზამბიელ ფეხბურთელებთან მოხვდა.

ნინო შავშიშვილი: ,,ჩემი შვილი ფინეთში  2010 წლის მეორე ნახევრიდან იმყოფება. მანამდე სასინჯ თამაშებში იღებდა მონაწილეობას და თითოეული მათგანი მოგებით დაასრულა. ის აღიარეს ფინეთის საუკეთესო მოთამაშედ და ამის შემდეგ დაუდეს კონტრაქტი. 2011 წლის სეზონი ჯერ პრაქტიკულად არც დაწყებულა. პოლიცია კი 2010 წლის თამაშებს იკვლევს. ამდენად, ნათელია, რომ გასული წლის სეზონის თამაშებში პავლეს არანაირი კავშირი  აქვს. რაც შეეხება თასის გათამაშებას, ამ ასპარეზობაში რაც კი ნათამაშები აქვს, ყველგან მოგება და გოლი აქვს გატანილი ” – ამბობს ნინო შავშიშვილი.

ქართველი ფეხბურთელი ფინეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში წელს გადასულ ,,როვანიემის” წევრია.  კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:
“კლუბმა 4 დაჭერილი ფეხბურთელის გარეშე გააგრძელა ვარჯიში. პოლიციამ ზამბიელები ჩანდა მვაბა, ჩილეშე ჩიბვე, ნჩიმუნია მვეეტვა და ქართველი პავლე ხორგუაშვილი დაიჭირა. მათ, ისევე როგორც ადრე დაჭერილ კრისტოფერ მუსონდას, თამაშების გარიგებებაში მონაწილეობის შესახებ დაკითხავენ. მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ალენმა, ჩვეულებრისამებრ მისცა დარჩენილ ფეხბურთელებს ვარჯიშზე დავალებები, თუმცა ის ძალიან შეწუხებულია.  – უნდა განვაგრძოთ მუშაობა, მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, თასის მატჩები კარს მოგვადგა და არც ლიგის სტარტია შორს. წარმოდგენაც არა მაქვს, რამდენი ფეხბურთელის იმედი უნდა იმ დროისთვის. პოლიციამ ჩემთვის განმარტების მოცემა არ ინდომა.”

ფინეთის პოლიცია შარშანდელი ლიგის 10 საეჭვო მატჩს იკვლევს.

შარშან კი ,,იუკონენლიგაში”  ანუ ფინეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ,,როვანიემი” პირველ ადგილზე გავიდა. გუნდში  23 წლის პავლე (პაკო)  შემტევი ნახევარმცველი იყო. მან 24 თამაშში 10 გოლი გაიტანა. მისი ძმა ვალტერი (ვაკო) უფრო დაცვითი ფუნქციებითაა დაკავებული გუნდში. ფინეთის პოლიციამ სწორედ ,,როვანიემის” შარშანდელი შემადგენლობის  ლიდერები დააკავა. მვეეტვას 13 გოლი აქვს გატანილი, მუსონდას – 8, ჩიბვეს- 9 და მვაბას – 6. ჟურნალ ,,ლელოს” ცნობით, ჯამში “როვანიემის” 5 დაკავებულზე მოდის 46 გოლი (61-დან).

გორელი ფეხბურთელი  მოლდოვას “შერიფის” მეორე გუნდში ასპარეზობდა. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, სადაც ფინეთში წასვლამდე “გაგრას” ღირსებას იცავდა. დაკავებამდე რამდენიმე დღის ადრე, 6 მარტს ფინეთის ლიგის თასზე “ოულუსთან” გასვლით მატჩში (0:1) გამარჯვების გოლი გაიტანა.

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: