მთავარი > ახალი ამბები > ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისის განცხადება

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისის განცხადება


ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისი აკეთებს განმარტებას შიდა ქართლის გუბერნატორისა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ. ტელეკომპანიათრიალეთისმიერ გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, უწოდა თაღლითი და დარბაზიდან გააგდო. ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ განმარტება გააკეთოს, რადგან ორგანიზაციის წარმომადგენელი თავად ესწრებოდა შეხვედრას.

საერთოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისი ნებისმიერი საჯარო შეხვედრაზე  ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს გმობს. ორგანიზაცია ამ ფასეულობის დასაცავად და დასამკვიდრებლად ძალისხმევას არ იშურებს.

რაც შეეხება 24 მარტს, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრას, ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს:

შეხვედრა 14 საათზე დაიწყო და 18 საათამდე გაგრძელდა. დაწყება სხვადასხვა ტელეკომპანიების ოპერატორებმა ვიდეკამერებით დააფიქსირეს,  ჩაწერეს კომენტარები და დატოვეს დარბაზი. სამოქალაქო სექტორისა და გუბერნატორს შორის მიღწეული შეთანხმებით, შეხვედრა ვიდეოკამერების გარეშე უნდა წარმართულიყო. ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტმა, ნოდარ სხირტლაძემ ოპერატორის გარეშე ითხოვა დასწრება, რისი საშუალებაც  მიეცა. შეხვედრაზე 25-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო მიწვეული.

ამის შემდეგ, შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა საკითხებზე – ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლების მდგომარეობაზე, სოფლის განვითარების პროგრამებზე, ადგილობრივი თვითმმართელობის და მმართველობის ორგანოების საქმიანობის ეფექტურობაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების პრობლემებზე, ინფრასტრუქტურაზე, სამომავლო გეგმებზე, რეგიონში პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაცდომის ფაქტებზე და ა.შ.

შეხვედრა სრულდებოდა, როცა ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის წარმომადგენელმა, საბა წიწიკაშვილმა იკითხა, მოხდებოდა თუ არა ჟურნალისტებთან ცალკე შეხვედრა, სადაც კონკრეტულად ჟურნალისტების მდგომარეობაზე იქნებოდა საუბარი. გუბერნატორმა განაცხადა, რომ ვინაიდან თითქმის ყველა მოქმედი ჟურნალისტი სხდომას ესწრებოდა, შეგვეძლო ამის შესახებ გვესაუბრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის წარმომადგენელმა დასვა საკითხი რეგიონში საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ორგანიზაცია ცდილობს ამ კუთხით ვითარება გამოსწორდეს, რასაც გარკვეულწილად შედეგს მვიაღწიეთ – ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისის მიერ უკანასკნელ პერიოდში სამხარეო ადმინისტრაციისგან მოთხოვნილი სხვა და სხვა სახის ინფორმაცია (2010 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისს აქვს გამოთხოვილი)  გაცემულია სრულყოფილად და დაცულ ვადებში. თუმცა, გარკვეული პრობლემები არსებობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და სახელმწიფო ორგანოებში, მათ შორის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციას ერთი თვეა ველოდებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ქარელის გამგეობასა და ტელეკომპანია „თრიალეთს“ შორის არსებული დავის შესახებ, რომელიც მიწის ნაკვეთს ეხება. იმის გამო, რომ  ხელისუფლების მხრიდან არა გვაქვს სრულყოფილი და ამავე დროს სათანადო არგუმენტები და მასალები აღნიშნული დავის შესახებ, იძულებული ვხდებით მოვისმინოთ და დავუჯეროთ მხოლოდ ერთ მხარეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისი შეხვედრაზე  განმარტავდა, რომ ასეთი საჯაროდ გაცხადებული პრეტენზიების დროს სასურველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებს სამოქალაქო სექტორისთვის თავადვე მოეწოდებინათ შესაბამისი მასალები.

ამის შემდეგ დისკუსია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენელს ქეთი ბებიაშვილსა და შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ არსოშვილს შორის, არსებული დოკუმენტების რეალობასა და სანდოობაზე წარიმართა.

აღნიშნული დისკუსიიდან ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „თრიალეთმა“ ხაშურის რაიონულ სასამართლოში პირველი ინსტანციაში დავა წააგო. შესაბამისად, ასეთი დავები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, უნდა წარმართულიყო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელს უსაყვედურეს ამ დავის წინ წამოწევის გამო.

ასეთ დისკუსიაში შიდა ქართლის გუბერნატორს გაუჩნდა ეჭვი, რომ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი ნოდარ სხირტლაძე დისკუსიას ტელეფონით ფარულად  იწერდა.

„ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთთან გულღია საუბარი გვქონოდა და აქ არ გვჭირდება ვინმეს მიერ ფარულად ჩაწერა და შპიონაჟს ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა გუბერნატორმა. ტელეკომპანია ,,თრიალეთის” ჟურნალისტი წამოდგა და განაცხადა: „მე არაფერს ვიწერ ფარულად, თუ არ გინდათ ჩემი აქ ყოფნა, გავალ“… და დატოვა დარბაზი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისი გამოთქვამს სურვილს აღნიშნული შეხვედრის შესახებ გაიმართოს დისკუსია იმავე ტელეკომპანიის ეთერში იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ ან მომზადდეს შესაბამისი სიუჟეტი, სადაც უფრო სიღრმისეულად იქნება განხილული აღნიშნული პრობლემა.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: