მთავარი > თეატრი > გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა


 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ ,,ქართლის ხმის” ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გარდა ამისა, სამხატვრო ხელმძღვანელმა ჟურნალისტს საჯარო ინფორმაციის წაღების უფლება არ მისცა, ხოლო  კანცელარია(ბუღალტერია) ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა. გაზეთმა ,,ქართლის ხმამ” ჯერ კიდევ 14 მარტს მოითხოვა დეტალური ინფორმაცია გორის თეატრში 2010 წლის 1 იანვრიდან ჩატარებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სპექტაკლების სადადგმო და საჰონორარო ხარჯების შესახებ. მოთხოვნილ ინფორმაციაში მითითებული იყო კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც ამავე დროს უნდა ინახებოდეს გორის თეატრში.

,,ქართლის ხმა”-მ დაგვიანებული ინფორმაციის მისაღებად ადგილზე მიაკითხა თეატრის ადმინისტრაციას. ამისთვის რამდენჯერმე მისვლა დაგვჭირდა, რადგან ხელმძღვანელი პირები ადგილზე არ გვხვდებოდნენ. დღეს 8 აპრილს კი როგორც გავარკვიეთ დასს შეკრება ჰქონდა და ინფორმაციის წასაღებად შესაფერისი დრო გამოვნახეთ. გორის თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი დაჟინებით აცხადებდნენ, რომ საჯარო ინფორმაცია გაცემული იყო. თუმცა ვერ გვაჩვენეს საბუთი იმისა, სადაც დადასტურდებოდა ინფორმაციის გაცემა-ჩაბარება.

კანცელარიის თანამშრომელი ირწმუნებოდა, რომ ინფორმაცია ბუღალტერიას გადასცა. ბუღალტერიაში შესვლისას გვითხრეს, რომ ინფორმაცია პიარ-მენეჯერმა წაიღო. ,,ის ფურცლები გამოგვართვა პიარ-მენეჯერმა თაკო აბაშიძემ. ესე გვითხრა, მე თვითონ მივცემ ჟურნალისტს, რადგან ინტერვიუზე მივდივარო (?)” – გვითხრა თეატრის იურისტმა.

ამ გაურკვევლობის შესახებ,  თეატრის ეზოში, თეატრის მმართველს და სამხატვრო ხელმძღვანელს ვაცნობეთ. სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ ირონიულად და დაცინვით განაგრძო, რომ მიუხედავად ასეთი ქექვისა, მაინც ვერაფერს დავაკლებთ.

,,რაც არ უნდა წერო, მაინც ვერაფერს დამაკლებთ. ვერც თქვენ და ვერც ის  გამოყ….ბული ასავალ-დასავალის ჟურნალისტი. ნახეთ ხალხო რეები დაწერეს?” – ამცნო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ეზოში მყოფ მსახიობებს, რომლებიც ახლადგამოსულ მზეს ეფიცხებოდნენ, რადგან მიმდინარე წელს ნემსაძეს გორის თეატრში საკუთარი ერთი სპექტაკლიც კი არ აქვს დადგმული, თუ არ ჩავთვლით თბილის თეატრებიდან გადმოტანილ ორკაციან სპექტაკლს. რაც შეეხება მარტის თვეს, ამ დროს გორის თეატრის სცენა სხვადასხვა ქალაქების თეატრებიდან გასტროლებზე ჩამოსულმა მსახიობებმა გააცოცხლეს.

,,ქართლის ხმის” ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიებზე აგებს პასუხს და ვერაფერს იტყვის სხვის სტატიაზე, რომელსაც არც კი იცნობს, ნემსაძემ მიუგო: ,,თუ გინდა შენი სტატიები ავიღოთ, მაგ სტატიებით თავს იჭრით, მაგიტომ ხარ კრეტინი, რომ ამას ვერ ხვდები” – განაგრძო სოსო ნემსაძემ.

ნემსაძეს ვთხოვეთ კორექტული ყოფილიყო და ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით, კვლავ შენობაში შევედით, ოღონდ ამჯერად ისევ კანცელარიაში, რადგან ერთი თვის წინ დატოვებული წერილის პასუხი წაგვეღო.

კანცელარიაში გვითხრეს, რომ თაკო აბაშიძეს ტელეფონით უკვე დაუკავშირდნენ, რომელსაც შემოუთვლია, რომ ჟურნალისტისთვის აუცილებლად გაეტანებინათ დოკუმენტი. ამის შემდეგ კანცელარიის თანამშრომელთან ერთად გავემართეთ იურისტის ოთახისკენ, 2 ფურცელი ქსეროს გადასაღებად, რა დროსაც დერეფანში სამხატვრო ხელმძღვანელი ნემსაძე კვლავ გამოჩნდა.

,,რა ქენი გაბრაზდი? თუ გაგვებუტე? თუ აღარ გველაპარაკები?” – აგრძელებდა პროვოკაციულ შეკითხვებს ნემსაძე. ის გაღიზიანებული იყო ,,ქართლის ხმის” მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებით სათაურით -,,ნემსაძის შემოსავლიანი სისტემა გორის თეატრში”.  ამ პროვოკაციულ გამონათქვამებზე პასუხი არ გავეცით. თეატრის ფოიეში სამხატვრო ხელმძღვანელმა და მმართველმა გეზი აიღეს საკუთარ კაბინეტისკენ, ხოლო ჩვენ გზა იურისტის ოთახისკენ განვაგრძეთ. ამ დროს ნემსაძემ თქვა: ,,ვა ხედავ ამ ნაბიჭვრებს, რა დღეში არიან?”.

სამხატვრო ხელმძვანელს კვლავ კორექტულობისკენ მივუთითეთ. ,,ვერ ვიქნები კორექტული, როცა კრეტინთან მაქვს საქმე” – არ ცხრებოდა ნემსაძე.

ახლა ზრდილობისკენ მივუთითეთ ნემსაძეს და შევახსენეთ, რომ ჩვენ მისი თანამშრომლები არ ვიყავით, ვის ლანძღვასაც მიჩვეულია და ვუთხარით, რომ ჟურნალისტებთან ასეთი საუბარი არ გაუვიდოდა.

,,დიახაც გამივა” – აღშფოთდა ნემსაძემ. უკვე თეატრის იურისტის ოთახში შესულ ჟურნალისტს ხელი ჩაავლო, ხელი ჰკრა და ოთახიდან გააგდო. ,,ვინ შემოიყვანა ეს აქ, გაეთრიე გარეთ” – ყვიროდა ნემსაძე. ჩვენ იძულებული გავხდით თეატრი დაგვეტოვებინა. ვერც ის მოთხოვნილი ინფორმაცია წამოვიღეთ.

,,ქართლის ხმა” განცხადებით მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კულტურის სამინისტროს, გორის შს სამმართველოს აღნიშნული ინციდენტის რეაგირებისთვის, ხოლო პროკურატურას მოვთხოვთ აღიძრრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სს კოდექსის 153-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, სადაც საუბარია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაზე.

იხილეთ სტატია, რომელმაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გააღიზიანა:

https://kartliskhma.wordpress.com/2011/02/14/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90/

კატეგორიები:თეატრი
  1. eGeo
    April 10, 2011 at 10:44 am

    აღმაშფოთა, როცა პირველად წავიკითხე. მერე ვიფიქრე, რომ გუბერნატორს ბაძავს. თანაც გუბერნატორივით დანიშნული იქნება და არა არჩეული. ხალხი(პუბლიკა) არ აინტერესებთ. ვინც დანიშნა იმას აბარებენ მარტო ანგარიშს.

    რა თქმა უნდა ხელისუფლების მიერ მოწვეულ უცხოელ ჟურნალისტებს მაგდენს ვერ გაუბედავდა. ყავით გაუმასპინძლდებოდა და თავის დემოკრატიულობით მოხიბლავდა.
    მხოლოდ ეგ არის, რომ ჩვენ ჩვენი ჟურნალისტის გვჯერა და არა მოთაფლული უცხოელის!
    ჩვენი ჟურნალისტის შეურაწყოფა – ეს ჩვენი(გორელი პუბლიკის) შეურაწყოფაა.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: