მთავარი > ახალი ამბები > 60 გორელი გამგეობას ქონების წართმევაში ადანაშაულებს

60 გორელი გამგეობას ქონების წართმევაში ადანაშაულებს


საცხოვრებელი კორპუსი გორში

საცხოვრებელი კორპუსი გორში

გორის ცენტრში მდებარე, (სტალინის ქ. #3) კორპუსის მცხოვრებნი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, 504 კვ.მ ფართობის ჩამორთმევაში ადანაშაულებენ. ,,ამხანაგობამ”  საჩივარი ადგილობრივ გამგეობაში  2011 წლის 9 მარტს შეიტანა. საჩივრის ავტორები  კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ფართის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას და შემდგომ აუქციონზე მის გატანას აპროტესტებენ.

საქმე იმაშია, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაზეთში გამოქვეყნდა ინფორმაცია აუქციონის შესახებ, რომელიც სტალინის ქ. #3-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის  პირველ სართულზე განთავსებულ ფართობს ეხება, რომელიც ამხანაგობის წევრებს ამხანაგობის საკუთრებად მიაჩნიათ.

2009 წლის 29 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ სადავო ფართობი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკუთრებაში გადასცა. მინისტრ ლაშა ჟვანიას ბრძანების მიხედვით, აღნიშნული ფართი  გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა 2009 წლის 16 თებერვალს მოითხოვა. ლაშა ჟვანიამ 29 ივნისს ხმიადაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ, 2009 წლის 9 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უგზავნის წერილს შემდეგი შინაარსით:

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა გაცნობებთ რომ ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით #1-1/1518 მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების აღწერა და მათზე საკადასტრო რუკების შედგენა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოგმართავთ თხოვნით, დაგვირეგისტრიროთ საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონება 66/05/17/240 საჯარო ამონაწერის მიხედვით. შესაბამის ქმედების განხორციელებაზე უფლებამოსილება მიენიჭოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტს დავით აფრიამაშვილს” – ციტატის დასასრული.

დავით ხმიადაშვილმა საჯარო რეესტრს სხვა არავითარ დოკუმენტი  გაუგზავნა. იგი საჯარო რეესტრის უფროსს დავით ონიაშვილს არასწორად უმარტავს ეკონომიკური განვითარების მინისტრის #1-1/1518 წერილის შინაარს. სინამდვილეში ჟვანიას ბრძანების, რომლის სათაურია ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ”, ზუსტი შინაარსი ასეთია: ,,1. ცნობად იქნას მიღებული სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი. 2. გადაეცეს საკუთრებაში გორის მუნიციპალიტეტს ქალაქ გორში სტალინის 1.33-ში მდებარე 504 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (სარეგისტრაციო #660517240) და წილობრივი მიწის ნაკვეთი, როგორც დამატებითი ქონება. 3. დაევალოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრისმოადგილეს ს. სისაურს” – ციტატის დასასრული.

ამდენად, რა შუაშია ამ ბრძანებასთან გამგებლის წერილში მოყვანილი ფრაზა ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების აღწერა და მათზე საკადასტრო რუკების შედგენა” – გაურკვეველია.

2009 წლის 7 ივლისს ქონების მართვის სამმართველომ, რომელსაც ნუკრი აბალაკი ხელმძღვანელობდა, ქონება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოფიციალურად გადასცა. დღეს ნუკრი აბალაკი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები აღნიშნავენ, რომ 504 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ეკუთვნის ამხანაგობის წევრებს და მათთვის გაურკვეველია, თუ რატომ ჩათვალა თავის საკუთრებად ეკონომიკის სამინიტრომ, ხოლო შემდევ  გადასცა გორის გამგეობას.

,,ჩვე ვასაჩივრებთ  საპრივატიზაციო ნუსხაში ქონების შეტანას, ვინაიდან აღნიშნული ქონება ეკუთვნის ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინათმესაკუთრეებს (ამხანაგობას). წარმოგიდგენთ რა სათანადო საარქივო დოკუმენტაციას, რომლითაც დასტურდება ბინათმესაკუთრეების უფლება. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 65-ე მეორე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადგილობრივ თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს დაევალათ კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგეებლებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზჶღვრების დადგენა” – აღნიშნავენ ამხანაგობის წარმომადგენლები.

ისინი ითხოვენ გამოცხადებული აუქციონის ბათილად ცნობას და არასაცხოვრებელი ფართის გადაცემას ამხანაგობისთვის. წლების განმავლობაში ამხანაგობა ,,მტკვარის” სახელით იყო ცნობილი.

საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ჯერ კიდევ 1968 წლის 12 აპრილს მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა კოოპერატიულ ბინათმშენებლობა ,,მტკვარს”  0,25 ჰა მიწის ფართი გადასცა კორპუსის ასაშენებლად.

ამის შემდეგ, კორპუსის აშენების შემდეგ, 1973 წლის სექტემბერში საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ბინათმშენებლობა კოოპერატივ ,,მტკვარის” მობინადრეებს ორდერები გადაეცათ. სია ჯერ კიდევ 1970 წელს კომიტეტმა შეადგინა, სადაც 60 ადამიანი შევიდა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2011 წლის 8 აპრილს ამხანაგობის საჩივარი არ დააკმაყოფილა. საკრებულოს პოზიციით, თავდაპირველად მინისტრ ლაშა ჟვანიას ბრძანების გაუქმებაა საჭირო, რომლის მიხედვით ქონება შეტანილი იქნა საპრივატიზებო ნუსხაში. ან კოოპერატივი წევრებს პირდაპირ უნდა მიემართათ სასამართლოში.

აუქციონი მაინც ტარდება. პირველი აუქციონი 9 მარტს ჩაიშალა, რადგან აღნიშნული ფართობის ყიდვის მსურველი არავინ აღმოჩნდა. განმეორებით აუქციონზე ფართობის ფასი განახევრდება.

რატი უფლისციხელი

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: