2010 წლის არჩევნებში ზეღდულეთში ნაციონალურ მოძრაობას 84.14%-მა მისცა ხმა
გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა მიწის ნაკვეთების გაყიდვაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. საძოვრები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები 2008 წელს გაიყიდა. გამგებლის თქმით, მიწები ეკონომიკის სამინისტრომ გაჰყიდა. აქედან გამომდინარე არ იცის მფლობელის ვინაობა. მოსახლეობა ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში სოფელ ზეღდულეთიდან მმართველმა პარტიამ ხმების 84% აიღო.
კერძოდ სოფელში 1500 ამომრჩეველია. ხმის მისაცემად 1337 ამომრჩეველი მივიდა. აქედან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს 1 125 ამომრჩეველმა მისცა ხმა. ხმების არც ერთი რაოდენობა მიიღო თოფაძე-მრეწველებმა, ,,ეროვნულმა საბჭომ” და თორთლაძის პარტიამ. დანარჩენი რაოდენობა ასე გაიყო:
2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ზეღდულეთის 44 უბნის შედეგები:
ალიანსი საქართველოსთვის 41 ხმა,
ნაციონალური მოძრაობა 1125 ხმა,
ქრისტიან დემოკრატები 171 ხმა.