მთავარი > ახალი ამბები > ჯაგპალ სინგჰი – ზეღდულეთის მიწების მფლობელი

ჯაგპალ სინგჰი – ზეღდულეთის მიწების მფლობელი


ბიზნესმენი, რომელსაც ზეღდულეთის მოსახლეობა დაუპირისპირდა, გახლავთ ინდოელი ჯაგპალ სინგჰი, რომელიც კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს (ზუსტი მისამართი: ონტარიო L6X4C6, ბრამპტონ, ტაილერ ტრაილ #62.) საქართველოში მან 2010 წლის 27 ოქტომბერს შპს ,,ფუდლენდი” დაარსა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა. აღნიშნული ორგანიზაციის იურიდიული მისამართია თბილისი, დიდუბის რაიონი, დიღმის მასივი, 4 კვ. კორპუსი 11. ბინა – 44. შპს ,,ფუდლენდის” დანიშნულებაა კვების პროდუქტების წარმოება და დისტრიბუცია.

2011 წლის 25 თებერვალს ჯაგპალ სინგჰმა  გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში 747 112 კვ.მ (75 ჰა) ფართი მიწის ნაკვეთი შეიძინა. ნოტარიუს ანჟელა მანიას დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, (გაფორმებული  2011 წლის 5 თებერვალს) ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ კანადელმა ინდოელმა მიწა განვადებით ვინმე თამაზ მღებრიშვილისგან შეიძინა. ინვესტორის  წარმომადგენლის, ლევან ფხაკაძის თქმით, განვადების პირობები ითვალისწინებდა იმ რისკებს, რომელიც შიდა ქართლის კლიმატს შეეძლო გამოეწვია.

თამაზ მღებრიშვილმა თავის მხრივ აღნიშნული ფართობი 2008 წლის დეკემბერში  ეკონომიკისა და პრივატიზაციის რეგიონალური სამსახურისგან შეიძინა. აღნიშნული სამსახური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფილიალია. 2008 წელს რეგიონალური სამსახურის უფროსი ნუკრი აბალაკი იყო. დღეს მას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის პოსტი უკავია.

ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტით, (რომელიც 2006 წელს პრივატიზაციის სამსახურში შეიქმნა), მიწა 2006 წლიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავ) კატეგორიას  განეკუთვნება. თუ რა კატეგორიისა იყო ( 2006 წლამდე) აღნიშნული მიწის ფართობი, ეს დასაზუსტებელი გვაქვს. მიწის პრივატიზაცია 1992 წელს დაიწყო. საძოვრების სახით მიწის გარკვეული  ფართი ყველა სოფელში ხელუხლებლად დატოვეს.

2011 წლის 5 თებერვალს ჯაგპალ სინგჰმა ეს მიწები შეისყიდა. რამდენიმე ხანში სახნავ-სათესი სამუშაოების დაწყება სცადა. მიწის გაყიდვამდე, ყოფილი მფლობელი თამაზ მღებრიშვილი მიწას არ ამუშავებდა. ხოლო  მოსახლეობას საქონლის ძოვებას არ უშლიდა.   ,,მართალია 2008 წლის ზაფხულში დააპირეს საძოვრის გაყიდვა, ჩვენ ეს გავაპროტესტეთ.  მაშინდელმა გუბერნატორმა გვითხრა, რომ ეს აღარ მოხდება. როგორც ჩანს მოგვატყუეს” – გვითხრეს ზეღდულეთელებმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ისინი გორში ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრობლემის მსაგვარებლად ჩამოვიდნენ – 2011 წლის მარტში.

მას შემდეგ რაც ჯაგპალ სინგჰმა მიწა შეისყიდა და მისი დამუშავება დაიწყო, ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო  გამოსვლები დაიწყო. ისინი არაერთხელ ჩავიდნენ გორში, შეხვდნენ გამგებელს და დახმარება ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

2011 წლის 15 აპრილს მოსახლეობამ საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ტრაქტორებს წინ გადაუდგნენ და კერძო მფლობელებს  მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს.  მოსახლეობის მხარდასაჭერად ადგილზე  ,,თავისუფალი დემოკრატები” და ,,ქართული პარტია” ჩავიდა.

15 აპრილს საღამოს, მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი დაპირდა რომ ნაცვლად 8 ჰა-ისა, მოსახლეობა საძოვრისთვის 25 ჰა-ს დაიბრუნებს. არსოშვილმა ასევე განმარტა, რომ კერძო პიროვნება ალტერნატივის სახით სხვა ტერიტორიაზე მიიღებს მიწის ფართს.

რაც შეეხება კანადელი ინდოელის პოზიციას, ის მედიასთან საერთოდ არ გამოჩენილა. ,,ქართლის ხმა” დაუკავშირდა შპს ,,ფუდლენდის” ქართველ წარმომადგენელს ლევან ფხაკაძეს. მისი თქმით, მან ტელევიზიით გაიგო მოსახლეობის და ტრაქტორების შერკინების ამბავი.

,,როდესაც მან მიწა მღებრიშვილისგან იყიდა, ეს მოხდა 2011 წლის თებერვალში, იმ პერიოდში საერთოდ ეჭვი არ შეგვიტანია იმაში, რომ ეს ტერიტორია სადავო იყო. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მეც ტელევიზიით გავიგე. მიმაჩნია, რომ ძალიან სამწუხარო ამბავია. თუ ვინმემ როდისმე მიწა უკანონოდ გაყიდა და მოახდინა პრივატიზაცია, ამ შემთხვევაში ინვესტორი არაფერ შუაშია. ჩვენ კერძო პირისგან შევისყიდეთ მიწა. ჩემთვის ამ წუთას ცნობილი არაა, თუ რა მიწის ალტერნატიული ფართობების შეთავაზებაზეა საუბარი. თუ მოხდება მიწების გაცვლა, ამაში ცუდს ვერ ვხედავ, თუმცა ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არაა და ინდოელი ინვესტორი ამის შესახებ პირადად ჯერ-ჯერობით არ დამკავშირებია. ამდენად მისი პოზიცია ჩემთვის უცნობია. მის საკონტაქტო ნომრებს კი სამწუხაროდ ვერ მოგცემთ”.

საბა წიწიკაშვილი

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. zura
    April 18, 2011 at 4:49 pm

    მე ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ საძოვარი მიწების გაყიდვა გამოიწვევს სოფლის მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას, მიწების გაყიდვის სცენარი კი ასეთია, ეგრეთწოდებული მყიდველი ადგილობრივ მოსახლეზე აფორმებს(რა თქმა უნდა თავისი ფულით)შემდეგ კი თვითონ შეისყიდის ამ მოსახლისგან, თითქოს სოფლის მოსახლეობას არ ესაჭიროებოდეს??? ასე რომ მიწად სარგებლობაში სრული ქაოსი და ანარქიააა…….

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: