მთავარი > ახალი ამბები > არსოშვილის ,,ეკონომიკის” 5%-იანი ჩავარდნა

არსოშვილის ,,ეკონომიკის” 5%-იანი ჩავარდნა


ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა (ფოტო: პრესსამსახური)

ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა (ფოტო: პრესსამსახური)

შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის გატარება თანამშრომლების ხელფასების დაქვითვის მცდელობით დაიწყო. მისი განკარგულებით შიდა ქართლის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინიტრაციაში მკაცრი ზომები ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან თანამშრომლებს სამსახურში დაგვიანებისთვის ხელფასები ექვითებათ. ,,ქართლის ხმა”-მ გაარკვია, რამდენად გაამართლა ამ პოლიტიკამ.

2011 წლის 26 იანვრის  #9 განკარგულებაში ვკითხულობთ: ,,გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის 2008 წლის 01 ოქტომბრის #84 განკარგულებით დამტკიცებული სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის შინაგანაწესის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის (სამსახურში გამოცხადების დრო) დარღვევისათვის, დაწესდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – ხელფასიდან თანხის დაკავება 5%-ის ოდენობით” (ციტატის დასასრული).

იმავე განკარგულებით ცნობილია, რომ განკარგულების შესრულებაზე კონტროლი აპარატის უფროსს პაატა გიორგაძეს დაეკისრა.

,,ქართლის ხმა”-მ 10 დღის წინ წერილობით მიიღო პასუხი სამხარეო ადმინისტრაციისგან, რომ ჯერ-ჯერობით აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, არც ერთი თანამშრომლის მიმართ  არ გავრცელებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა, რაც იმას ნიშნავს, რომ 26 იანვრიდან მარტის ჩათვლით სამხარეო ადმინისტრაციაში არავის დაუგვიანებია ოფიციალურად და ბიუჯეტის სასარგებლოდ არავის ხელფასი დაქვითულა 5%-ით…. სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო დრო განსაზღვრულია დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე.

გარდა აღნიშნულისა, როგორც ქართლის ხმას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, 2011 წლის 19 აპრილს გუბერნატორის ადმინიტრაციაში, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ხმარდაჭერით(GTZ),  ეკონომიკური განვითარების საბჭო შეიქმნა. სხვა მნიშვნელობით, ეს ,,სათათბირო ორგანო” იქნება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭო რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დააფუძნეს.

,,საბჭოს შექმნის მიზანია განხილული იქნეს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასთან. გარდა ამისა მოახდინოს უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინაცია და შეიმუშავოს რეკომენდაციები ამ საკითხებთან მიმართებაში.” – ვკითხლობთ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.

საბჭოს  20–მდე მუდმივმოქმედი წევრი ეყოლება და თვეში ერთხელ შეიკრიბება. განსახილველ საკითხთა  მიხედვით მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებიც.

საბჭო დღეს პირველად შეიკრიბა და  საუბრის  მთავარი თემა, პრესსამსახურის ცნობით, გორის ციხის განვითარების საპროექტო წინადადებების განხილვა იყო. თუ რა შინაარსისა ეს საპროექტო წინადადება ,,ქართლის ხმისთის” უცნობია. საბჭოს დაფუძნებას და მიმდინარეობას  ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ.

რატი უფლისციხელი

Advertisements
კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: