მთავარი > სტატიები > არსოშვილის მარჯვენა ხელი – მაიორი ავთანდილ მეტივიშვილი

არსოშვილის მარჯვენა ხელი – მაიორი ავთანდილ მეტივიშვილი


 შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის ავთანდილ მეტივიშვილის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად უარყოფილ იქნა. ის გუბერნატორ ზურაბ არსოშვილის მოადგილეა და სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატში კურირებს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 3 თანამშრომლის, მათ შორის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის დავით ხვედელიძის დაკავების ფაქტი კი ჯერ-ჯერობით ოფიციალურ სტრუქტურების წარმომადგენლებს არ უარუყვიათ. ცენტრალური არხების მეშვეობით, დღეს, დილით 13 საათზე, დაანონსდა, რომ აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით, კომენტარი შსს-ში, 15 საათზე გაკეთდებოდა. თუმცა აღარც ეს ბრიფინგი ჩატარდა.  ვინ არის ავთანდილ მეტივიშვილი? ის გახლავთ ხაშურში, 1978 წელს დაბადებული, ერთი შეხედვით საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფიის მქონე სახელმწიფო მოხელე. 1994–1999 წწ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულეტეტი დაამთავრა. 2010 წლის სექტემბრიდან დღემდე  სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეა. ხოლო 2005 წელს, შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის მაშჳნდელი უფროსის ზურაბ არსოშვილის მოადგილე იყო.

მისი კარიერა 21-ე საუკუნის დასაწყისში ასე დაიწყო.

2000 წლის ოქტომბრიდან – 2002 წლის თებერვლამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში  სხვადასხვა  თანამდებობებზე მუშაობდა..

2002 წლის თებერვლიდან2003 წლის ოქტომბრამდე –  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის იურიდიულ დეპარტამენტში სამართლებრივი უზრუნველყოფისა  სამმართველოს უფროსი.

10/2003 – 03/2004 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების სამმართველოს გამომძიებელი.

03/2004 – 05/2005 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებელი.

05/2005 –02/ 2007 საქართვლოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

02/2007– 05/2007 საქართველოს ფინანსთა მინისტრის აპარატში მთავარი მრჩეველი, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კოორდინატორი.

05/2007 – 12/2007 საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს სამსახურის რეგიონული საბაჟო ,,აღმოსავლეთის“ უფროსი.

12/2007  – 06/2008 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრის უფროსი.

06/2008  – 10/2008  საქართველოს  ფინანსთა  სამინისტროს შემოსავლების  სამსახურის   რუსთავის რეგიონალური ცენტრის  უფროსი.

06/2009 – 10/2009 შპს ,,აღმოსავლეთის წყალი“–ს დირექტორის მაოდგილე.

10/2009 –03/2010 ,,სსიპ წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ იურიდიული, შესყიდვების და პროფესიულ საკითხთა   დეპარტამენტში შესყიდვების, იურიდიუს და ქონების საკითხთა კოორდინატორია.

03/2010 – 07/2010 საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადმინისტრციულ დეპარტამენტის კოორდინატორია ქონების დარეგისტრირების საკითხებში.

07/2010 – 09/2010 გორის  მუნიციპლიტეტის გამგებლის პირველი მოადგილეა.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის თებერვალში მას მიენიჭა –  ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის  უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი.

2010 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მხოლოდ ერთი ავტომანქანა – 1996 წელს გამოშვებული მერსედეც-ბენცი ჰყავს. არ აქვს სახლი და სხვა უძრავი ქონება. საბანკო ანგარიშებზე  მხოლოდ 750 ლარი ჰქონდა. სამაგიეროდ, ნაღდი ფულის სახით 10 000 ლარი ჰქონდა ხელზე, ხოლო 2009 წლის განმაშვლობაში შემოსავლის სახით სამსახურიდან მიღებული ჰქონდა 25080 ლარი.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: