მთავარი > სტატიები > შიდა ქართლში ადგილობრივი პრესა ლიდერობს

შიდა ქართლში ადგილობრივი პრესა ლიდერობს


სტატისტიკური მონაცემებით,  2008-2010 წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, სულ 148 განმცხადებელმა მიმართა. იმ ფონზე, როდესაც საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელზე საბაზრო ფასია (თითო გვერდი 5 თეთრი) დაწესებული, ამათგან აბსოლუტური უმრავლესობა პრესის ჟურნალისტები არიან.  საგულისხმოა, რომ 2009 წელთან შედარებით საჯარო ინფორმაციის მომთხოვნთა რიცხვი საკრებულოში 2010 წელს შემცირებულია. სამაგიეროდ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით განმცხადებელთა რაოდენობა სამხარეო ადმინისტრაციაში გაზრდილია.

ასე მაგალითად, გორის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის გიორგი ღვინიაშვილის მიერ 2010 წლის დეკემბერში შეგროვებული მონაცემებით დასტურდება, რომ 2010 წელს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 55-ჯერ გასცა საჯარო ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მხოლოდ 14-მა კერძო თუ იურიდიულმა პირმა მიმართა. ამათგან, სამი განმცხადებელი ,,ქართლის ხმის” ჟურნალისტია. სულ ,,ქართლის ხმის” ჟურნალისტების აქტივში 17 განცხადება მოდის.

ჟურნალისტებს შორის ლიდერობს ასევე ადგილობრივი გაზეთი ,,ხალხის გაზეთის” ჟურნალისტები, რომლებმაც საკრებულოდან 11-ჯერ გაითხოვეს ინფორმაცია. ჯამში 2010 წელს 55 განცხადებიდან 28 გაზეთის ჟურნალისტებზე მოდის.

რაც შეეხება ტელეკომპანია ,,თრიალეთს”, 2009-2010 წლის განმავლობაში მათ არც ერთხელ მიუმართავთ საჯარო ინფორმაციის მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, უცვლელად ლიდერობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელთა აქტივში გასულ 2010 წელს 19 განცხადება მოდის. თითქმის იგივე რაოდენობა ჰქონდათ 2009 წელს (18 განცხადება), ხოლო 2008 წელს მათ აქტივში 8 განცხადება მოდიოდა.

რაც შეეხება სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოწოდებულ ინფორმაციაში, ინვალიდთა კლუბის ერთი განცხადების გარდა, არც ერთი მათგანი არ გვხვდება. ინვალიდთა კლუბმა მხოლოდ ერთხელ მოითხოვა 2010 წელს საჯარო ინფორმაცია, ასევე მათ იმავე რაოდენობის განცხადებით 2009 წელსაც მიუმართავს.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, თუკი 2009 წელს ადგილობრივი ალიანსი-საქართველოსთვის წარმომადგენლის ემზარ ჭონიშვილის განცხადება ჩანს, 2010 წელს მისი ,,ადგილი”  ,,ქართული პარტიის” ადგილობრივმა  წარმომადგენელმა თემურ აფხაზაშვილმა დაიკავა და ერთადერთხელ შეიტანა განცხადება. დანარჩენი პოლიტიკური პარტიების აქტივობები არ ჩანს.

2010 წლის იანვრიდან-დეკემბრამდე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის მისაღებად 35-ჯერ მიმართეს. გასულ წლებთან შედარებით ეს ციფრი გაზრდილია. თუკი 2008 წელს სამხარეო ადმინისტრაციაში 26 განცხადება შევიდა, 2009 წელს – 21 განცხადება დაფიქსირდა. 2010 წელს კი – 35.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის გიორგი თვალავაძის ინფორმაციით, 2010 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართული აქვთ შემდეგ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს:

1. საბა წიწიკაშვილი (,,ქართლის ხმის” – 8; ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” – 3; და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” – სახელით – 1) – სულ 12 განცხადება.

2. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – 12 განცხადება

3. ,,ხალხის გაზეთი” – 5 განცხადება

4. FM სტუდია – 3 განცხადება

5. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი – 1 განცხადება

5. ტ/კ ,,თრიალეთი” – 1 განცხადება

6. ნინო შოთნიაშვილი – 1 განცხადება

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: