მთავარი > სტატიები > გეგმას ჩამორჩენილი გორის ბიუჯეტი

გეგმას ჩამორჩენილი გორის ბიუჯეტი


საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე

საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე

რატი უფლისციხელი

 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა 2011 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. ,,ქართლის ხმისთვის” ცნობილი ხდება, რომ პირველი კვარტლის ბიუჯეტი (იანვარი-მარტი) ბ36.8%-ით შესრულდა. გორის გამგეობა ამ დეფიციტს ფინანსთა სამინისტროს აბრალებს.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის პირველი კვარტლის საანგარიშო პერიოდში, გორის ბიუჯეტში 5 ცვლილება შევიდა, (ერთი იანვარში, ორი-ორი თებერვალსა და მარტში).

პირველი კვარტლის ბიუჯეტით, შემოსულობები გათვალისწინებული იყო 3 მლნ206 ათასით, თუმცა რეალურად შევიდა `1 მლნ 182 ათასი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესრულებამ შეადგინა 36,8%. გამგეობა ირწმუნება, რომ შეუსრულებლობა გამოიწვია ფინანსთა სამინისტროდან გრანტების მიუღებლობამ. ეს გრანტები მოიცავს როგორც გამოთანაბრებით, ისე მიზნობრივ ტრანსფერებს – ჯამში 2 მლნ 480 000 ლარს.

,,ქართლის ხმის” დაკვირვებით, არასახარბიელო მდგომარეობაა გადასახადების ამოღების კუთხით. უფრო კონკრეტულად:

ბიუჯეტში გადასახადებიდან შესულია 262 500 ლარი (ნაცვლად 325 000) ლარისა. ფაქტიურ შესრულებამ შეადგინა 80% და დააკლდა 62 500 ლარი. რაც შეეხება არასაგადასახადო შემოსავლებს, ამ კუთხით გამგეობამ გეგმას ორჯერ გადააჭარბა. შესულია სულ 773 300 ლარი ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 351 000 ლარისა. გეგმა შესრულდა 220.3%-ით. არაფინანსური აქტივების შემცირებით კი შესულია ასევე 146 200 ლარი, გეგმით 50 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. გამოდის, რომ პრივატიზაციის შედეგად გამგეობამ პირველ კვარტალში 96 200 ლარით მეტი მიიღო.

შემოსავლები გადასახადის სახეების მიხედვით:

 საწარმოთა ქონების გადასახადი შესრულდა 77%-ით (135 000 ლარი)

ფიზიკურ პირთა გადასახადი – 45,6% (11 400 ლარი)

სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი – 118% (65 000 ლარი)

არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი – 73% (47 600 ლარი). და ა.შ.

საინტერესო სურათს იძლევა ჯარიმებიდან, სანქცია საურავებიდან შესული თანხები, რომლის ოდენობამ შეადგინა 211 100 ლარი. ფაქტობრივად, გეგმა შესრულდა 201%-ით, რადგან გამგეობას ორჯერ ნაკლები თანხა ჰქონდა პროგნოზირებული.

იმის გამო, რომ პირველ კვარტალში გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს შემოსულობების მხრივ დეფიციტი აქვს, შესაბამისად ეს თანხების სიმცირე ხარჯებზეც აისახა.

კერძოდ, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოებზე ნაცვლად მილიონ 500 ათასი ლარისა, მიმართეს მისი 40%.

თითქმის სრულად დაფინანსდა პოლიციის ხარჯები – 80 000 ლარით. გამგეობას ანგარიშში არა აქვს მითითებული, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ხარჯები.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა 60%-ით დაფინანსდა და სულ 1 მილიონზე ოდნავ მეტი თანხა გაიხარჯა.

95%-ით დაფინანსდა ოფისის ხარჯები, რომელმად 327 400 ლარი შეადგინა.

90%-ით დაფინანსდა ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვა. გაიწერა 61 000 ლარი. და ა.შ.

როგორც ანგარიშში წერია, 2011 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით ნაშთმა შეადგინა დაახლოებით 1 მლნ 800 ათასი ლარი. საგულისხმოა, რომ 2011 წლის პირველ იანვარს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ნაშთი ჰქონდა 3 მლნ 500 000 ლარი.

ანგარიშს გორის საკრებულო უახლოეს დღეებში გაეცნობა.

ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია ავტორი მედია-საშუალების თანხმობით და მითითებით.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: