მთავარი > სტატიები > ,,წადით სხვა სამუშაო იშოვეთ”

,,წადით სხვა სამუშაო იშოვეთ”


გორის მე-12 საბავშვო ბაღის აღმზრდელები უკვე მეხუთე თვეა ადგილობრივ ხელისუფლებას შეწყვეტილ დაფინანსების აღდგენას სთხოვენ. თუმცა უშედეგოდ. ისინი თითქმის ყველა მაღალჩინოსანს შეხვდნენ. მათი პრობლემებით ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის წარმომადგენლობა დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ცენტრალურ უბანში, სტალინის მოედანზე მდებარე საბავშვო ბაღის დაფინანსების შეწყვეტა იქ შესახლებულმა დევნილთა 19-მა ოჯახმა გამოიწვია. მათთვის  შესაბამისი ფართი ან კონპენსაცია დღემდე ვერ მოიძებნა. სანაცვლოდ ბაღის თანამშრომლები ზარალდებიან.

,,წადით და სხვა სამუშაო იშოვეთ” – ასე მიმართა გორის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილ პედაგოგებს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ მეტივიშვილმა, რომელიც შემთხვევით შეხვდა მათ და რომელსაც ასევე ,,ქართლის ხმის” ჟურნალისტები შეესწრნენ. მეტივიშვილის თქმით, შეუძლებელია თანხის გადახდა იმაში, რაც არ მუშაობს. ამ შემთხვევაში იგულისხმება მე-12 საბავშვო ბაღის უფუნქციობა. ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახები დაკავებული აქვთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ თავს დევნილებს უწოდებენ.

ანალოგიური პასუხით გაისტუმრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ, რომლის თქმით ის კანონის სრული დაცვით მოქმედებს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაფინანსებას იღებს მხოლოდ მე-12 საბავშვო ბაღის გამგე, ბუღალტერი და დარაჯი. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ ხდება ასეთი დიფერენციება, ზვიად ხმალაძემ განაცხადა, რომ შენობას პატრონობა და დარაჯი სჭირდება.

საგულისხმოა, რომ გორის საკრებულოს მიერ გამოცემული განკარგულებით განსაზღვრულია თუ როგორ ხდება საბავშვო ბაღების დაფინანსება. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ქართლის ხმა”-მ სპეციალური სტატიაც გამოაქვეყნა. საბავშვო ბაღები გადავიდნენ ვაუჩერულ დაფინანსებაზე. ამ განკრგულებაში არ არის საუბარი ისეთ გამონაკლისზე, როდესაც საბავშვო ბაღებს არა ჰყავთ აღსაზრდელები. ასეთ წესს 2011 წლის 1 იავრის განკარგულება არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისისთვის გაურკვეველია თუ რა ნიშნით ხდება საბავშვო ბაღის გამგისთვის, ბუღალტერისთვის და დარაჯისთვის თანხის გამოყოფა, თუკი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’ გორის ოფისისთვის მიუღებელია მხოლოდ შენობის ყარაულობის მოტივით ცალკეულო ხელმძღვანელი პირების დაფინანსება.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისი დაუკავშრიდა ასევე სახალხო დამცველის ადგილობრივ წარმომადგენლობას და საბავშვო ბაღების აღმზრდელების თანხობით მოხდება მათი ჩართვაც აღნიშნულ საკითხში. გორის საკრებულოს მიერ მომზადებული ახალ პროექტის მიხედვით ,,ქართლის ხმისთვის” ცნობილი ხდება, რომ საკრებულო არ აპირებს ამ დიფერენცირების (ბაღის გამგის, ბუღალტრის და დარაჯის დაფინანსების) აღმოფხვრას.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: