მთავარი > სტატიები > გორში ზესტაფონელები დასაქმდებიან

გორში ზესტაფონელები დასაქმდებიან


თანამედროვე სტანდარტების გიმნასტიკა

თანამედროვე სტანდარტების გიმნასტიკა

13 მაისს გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის რეაბილიტაციის ვადების და ასევე  მისი შემსრულებელთა შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი. გორში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის – სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაციას ის კომპანია განახორციელებს, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჭიათურმანგანუმის, ფეროშენადნობი ქარხნის და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფავორიტი კომპანია იყო. ამ კომპანიის სახელი შპს ,,იმერეთი 1″, რომლის ,,მარჯვე ხელი” წეროვანის დევნილთა დასახლებაში კი იგრძნეს. ამ კომპანიის მუშაობის შედეგია წეროვანის სპორტული დარბაზი.

17 მაისს შპს ,,იმერეთმა 1″ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე წარმოუდგინა გორის სპორტსკოლის რეაბილიტაციის დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რომლის საშუალებით ვიგებთ, რომ სპორტსკოლას გაურემონტდება – ჭერი, იატაკი, კედლები, შეიცვლება კარ-ფანჯარა, მოეწყობა განათებები, გაკეთდება კალათბურთის, ტანვარჯიშის და სხვა სპორტულ სახეობათა დარბაზები.

შპს ,,იმერეთი 1″ აღნიშნული სამუშაოებს შეასრულებს 802 285 ლარად. ტენდერში მას ჰყავდა კონკურენტი შპს ,,ნიუკონტრაქტმშენი”-ს სახით. ამ უკანასკნელის წარმომადგენლობა ირწმუნებოდა, რომ სპორტსკოლის რეაბილიტაციას 818 900 ლარად განახორციელებდა.

როგორც გავარკვიეთ, შპს ,,იმერეთი 1″-ი სამშენებლო სამუშაოებს  ჯერ კიდევ 2009 წლიდან აქტიურად აწარმოებს. მისი დამკვეთები საკმაოდ სერიოზული ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებებია.

კერძოდ: 2009 წელს შპს ,,იმერეთი 1″-ს სამუშაოები დაუკვეთა ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანამ შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობამ. იმავე წელს იყო მისი დამკვეთი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი – ხელმძღვანელი ლადო ვარძელაშვილი. დეპარტამენტმა შპს ,,იმერეთი 1″-ს სოფელ წეროვანში სპორტული დარბაზის მშენებლობა დაუკვეთა. იმ დროს წეროვანთა და საერთოდ დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კურირებდა. შპს ,,იმერეთი 1″-ის დამკვეთების რიცხვში აღმოვაჩინეთ შპს ,,ჭიათურმანგანუმ ჯორჯიაც”.

სპორტსკოლის რეაბლიტაცია 2011 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: