მთავარი > სტატიები > გორიდან და ხაშურიდან სახალხო კრების წარმომადგენლები თბილისისკენ უკვე მიდიან

გორიდან და ხაშურიდან სახალხო კრების წარმომადგენლები თბილისისკენ უკვე მიდიან


სახალხო კრება გორში (www.kreba.info)

სახალხო კრება გორში (www.kreba.info)

დღეს დილით გორის ცენტრში ,,სახალხო კრების” წარმომადგენელი 68 წლის მიხეილ გოგიჩაშვილი დააპატიმრეს. მას ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება და მოსამართლემ 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. დაკავება დილით 9-დან 10 საათამდე მოხდა. მოსალოდნელი დაკავებების და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების გამო, სახალხო კრების მხარდამჭერების ნაწილი უფრო ადრე, დღეს გაემგზავრა დედაქალაქისკენ. მოსალოდნელ დარბევაზე ამახვილებს ყურადრებას ხაშურის წარმომადგენლობაც.

ადგილობრივი ტელეკომპანია ,,თრიალეთმა” გაავრცელა ხაშურის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მურთაზ კიკნაძის ინტერვიუ, რომელმაც დეტალურად მოყვა კუდის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული დევნის შესახებ. მისი თქმით, ის 4 დღე და ღამეა სახლში არ მიდის. მოგვიანებით პოლიციამ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი და სოფლიდან ავტობუსით მიმავალს თვალყურს ადევნებდნენ.

,,იცოდნენ სადაც უნდა ჩამოვსულიყავით, თუმცა ჩვენ ავტობუსი მანამდე ტაქსთან სიახლოვეს გავაჩერებინეთ. ჩავსხედით ჩუმად და წამოვედით ოფისში. მოგვიანებით კუდის ავტომანქანა, ჯიპი შემოვარდა ეზოში, საჭე სახალხო კრების წევრებისკენ, მათ შორის ჩემსკენ მომართა დასაჯახებლად. ტერორის და დარბევის შიშით ნაწილი მხარდამჭერები უკვე წავიდნენ თბილისში, ნაწილს ნელ-ნელა ვგზავნით. დღეს მიკროავტობუსებმა უარი გვითხრეს მომსახურებაზე, ამიტომ სხვა და სხვა საშუალებით წევრების თბილისში ვგზავნით. ხვალ კი 21 მაისს ვინც მოახერხებს კოლონას შეუერთდება.” – ამბობს მურთაზ კიკნაძე.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: