მთავარი > ახალი ამბები > ,,დიახაც, გამგეობას ყოველ წელს სჭირდება რემონტი”

,,დიახაც, გამგეობას ყოველ წელს სჭირდება რემონტი”


მევლუდ კაპანაძე - საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე

მევლუდ კაპანაძე - საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე

18 მაისს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. გამარჯვებულად შპს ,,გორმშენი” დასახელდა, რომელსაც კონკურენტი ამ ,,შეჯიბრში” არ ჰყავდა. სამივე რაუნდში კომპანიამ გამგეობის და საკრებულოს ოთახების რემონტის შესაკეთებლად 7 000 ლარი დაასახელა. საკრებულოს გეგმაში კი 20 მაისამდე რემონტისთვის 2 400 ლარი ნაკლები იყო გათვალისწინებული გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  20 მაისს დაამტკიცა გაგემა, რომლის მიხედვით გამგეობის და საკრებულოს ოფისის ხარჯებში თანხა 2 400 ლარით გაიზარდა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ მევლუდ კაპანაძემ გვითხრა, რომ მართლად ადმინისტრაციული შენობას ყოველწლიურად სჭირდება რემონტი. იგივე დაგვიდასტურა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ხაჩიურმა. მას რცხვენია ხოლმე მაშინ, როდესაც უცხოელი ტურისტები მოდიან და დაბინძურებულ შენობაში, კორიდორებში და კაბინეტებში ეპატიჟებიან.

,,მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნლად მოწესრიგდება შენობის მარცხენა ფლიგელი, ახლა მარცხენა ფლიგელს სჭირდება მოწესრიგება” – გვითხრა ხაჩიურმა.

უნდა აღინიშნოს, რომ შენობის მარცხენა ფლიგელში მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტში წერია, რომ სწორედ მარცხენა ფლიგელის რემონტისთვის გამოიყო დამატებით 2 200 ლარი, ხოლო მარჯვენა ფლიგელის რემონტისთვის კი დღეს საკრებულომ დამატებით 200 ლარი გაიმეტა. მარჯვენა ფლიგელში კი საკრებულო მდებარეობს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თემურ ხაჩიურის თქმით, სასირცხვილო მდგომარეობაშია.

შპს ,,გორმშენის” მიერ შედგენილ ხარჯთარრიცხვაში ვკითხულობთ, რომ მოხდება 165 კვ.მ ფართის კედლების დამუშავება, 71 კვ. მე ფართის იატაკის მოწყობა ლამინირებული პარკეტით და ა.შ. სულ ეს 6 991 ლარი დაჯდება.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: