მთავარი > სტატიები > სოფლის კრებაზე გადაწყვეტილება გუბერნატორის დახმარებით მიიღეს

სოფლის კრებაზე გადაწყვეტილება გუბერნატორის დახმარებით მიიღეს


2011 წლის 19 მაისს სოფელ ქვახვრელში, სკოლის შენობის წინ, შიდა ქართლის გუბერნატორმა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთან მდგომარე შეხვედრა გამართა. საუბრის თემა სოფლის პროგრამით გამოყოფილი 31 200 ლარს შეეხო, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ვერ გაიხარჯა. სოფლის საბავშვო ბაღის თანამშრომლების აქტიურობამ შიდა ქართლის გუბერნატორის სოფელში ჩასვლა გამოიწვია. საბავშვო ბაღის თანამშრომლები ითხოვენ, რომ თანხა საბავშვო ბაღს მოხმარდეს, ხოლო ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი – დაუმთავრებელი მინისტადიონის ხელოვნურ საფარს.

როგორც ,,ქართლის ხმისთვის” გახდა ცნობილი, გასულ წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი იმავე რაოდენობის 31 200 ლარიდან ნაწილი მოხმარდა მინისტადიონის აშენებას, ხოლო ნაწილი სოფლის გარეუბნების მოხრეშვას. როგორც სოფლის კრების 2010 წლის ოქმიდან ირკვევა, კრებაზე 80 კაცი მისულა, თუმცა ხელმოწერების რაოდენობა 300 აჭარბებს.  მინისტადიონი აშენდა, თუმცა დაუმთავრებელია, რადგან არ აქვს განათება და არც ხელოვნური მწვანე საფარი. ხარჯთაღრიცხვაში რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არ არის მითითებული არც ხელოვნური საფარი და არც სხვა მნიშვნელოვანი დეტალი. თუ რატომ გაიმარჯვა ასეთი ხარჯთაღრიცხვის მქონე კომპანიამ, გამგეობას პასუხი არა აქვს. გასათვალიწინებელია ისიც, რომ მინისტადიონის მშენებლობაში უფასოდ ადგილობრივი ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.

2011 წლის იანვარში, სოფლის ახალი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის გამოყენება სცადეს მინისსტადიონის მომხრეებმა.  2011 წლის იანვარში მოწყობილ კრებაზე, სადაც 30-მდე კაციც არ იყო მისული, საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა მოითხოვეს თანხა საბავშვო ბაღს გადასცემოდა, თუმცა ამ იდეას მოწინააღმდეგეები ჰყავდა.  დაიწყო მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება. რომელი იდეაც მეტ ხელმოწერას მოაგროვებდა, თანხა იმას მოხმარდებოდა. აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მომხრეები ორჯერ ნაკლები იყვნენ. 700 ხელმომწერი 400 ხელმომწერის წინააღმდეგ.

საბავშვო ბაღის წარმომადგენლებმა ეს ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გააპროტესტეს. პროტესტში აღნიშნული იყო, რომ მინისსტადიონის მომხრე ახალგაზრდებმა ხელმოწერები ხელოვნურად გაბერეს. თავის მხრივ, სტადიონის მომხრე ახალგაზრდებიც აცხადებდნენ, რომ ბაღის თანამშრომლობიც არ უნდა მონაწილეობდნენ ხელმოწერების შეგროვებაში. შესაბამისად, მოხდა ხელმოწერების ხელახალი შეგროვება. ეს პროცესიც გარკვეული ხარვეზებით წარიმართა.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ,,ქართლის ხმის”-სთვის თავიდანვე იქნა ცნობილი. შიდა ქართლის გუბერნატორთან არასამთავრობოების და ჟურნალისტების შეხვედრის დროს ზურაბ არსოშვილს ,,ქართლის ხმის” წარმომადგენლობამ დაუსვა საკითხი იმის შესახებ, რომ სოფლის პროგრამის განხორციელების გზები სოფელ ქვახვრელში მახინჯი ფორმებით მიმდინარეობს და საჭიროებს შესაბამის ყურადღებას.

,,როგორც მე ვიცი, იქ მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს და ახალი წესები შემოვიღეთ” – გვითხრა გუბერნატორმა. ამით კრების ფუნქცია და აქტიური მოქალაქეების ფუნქცია კნინდება, რადგან ვისაც სოფლის საკითხები აინტერესებს, ის თავად ან წამომადგენლის სახით გამოცხადდება კრებაზე, ხოლო სახლებში ძალდატენებით არ უნდა ხდებოდეს მათთვის იდეების თავს მოხვევა. ფაქტობრივად, 2011 წლის იანვარში სოფლის კრებაზე მისულ აქტიურ მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში ბაღის თანამშრომლებს ვგულისხმობთ, აქტიურობა წყალში ეყრებოდათ.

საბოლოოდ, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჯერ კიდევ აპრილის თვეში გვითხრეს, რომ მოხდება თანხის გაყოფა. 20 000 ლარი მოხმარდება ხელოვნური საფარის შეძენას, ხოლო დანარჩენი 11 200 ლარით საბავშვო ბაღს ჭას გაუკეთებენ და საკმაოდ მცირე კოსმეტიკურ სამუშაოებს ჩაუტარებენ. შპს ,,გეოს” უკვე დაევალა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების მომზადება. ეს ინფორმაცია უკვე გადაწყვეტილი იყო, მიუხედავადად ამისა, 20 მაისს ქვახვრელში კრების იმიტაცია განხორციელდა და გუბერნატორის გადაწყვეტილებით, თანხა გაიყო. საბავშვო ბაღის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ საქმეში გუბერნატორი რომ არ ჩარეულიყო, მათ ერთი კაპიკიც არ შეხვდებოდათ.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: