მთავარი > ჟურნალისტური გამოძიებები > შიდა ქართლის პოლიციის კვების და ჰიგიენის ხარჯები

შიდა ქართლის პოლიციის კვების და ჰიგიენის ხარჯები


ვოვა ჯუღელი - სამხარეო პოლიციის უფროსი

ვოვა ჯუღელი - სამხარეო პოლიციის უფროსი

2011 წლის თებერვლიდან შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის და მისდამი დაქვემდებარებული უწყების თანამშრომლები, გორში, ცხინვალის გზატკეცილ #10-ში მდებარე ინდმეწარმე ანზორ ბერაძესთან დღეში სამჯერ უფასოდ იკვებებიან. ეს დასტურდება იმ ხელშეკრულებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ხელშეკრულება დადებულია 2011 წლის 2 თებერვალს და ძალაშია დეკემბრამდე.  ,,მზა კვების პროდუქტების მიწოდება ხდება დღეში სამჯერ თავისი მომსახურე პერსონალით” – წერია პოლიციის უფროსს ვლადიმერ ჯუღელსა და ანზორ ბერაძეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. წელიწადში ეს პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტს 174 595 ლარი უჯდება.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 მაისის განკარგულებით, თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2011 წელს პოლიციის კომუნალური ხარჯებისთვის 50 000 ლარი გამოიყო. სხვა დეტალებთან ერთად პოლიციის ხარჯი ჯამში 90 000 ლარია. დანარჩენის ხარჯები უცნობია.

მიმდინარე წელს, თებერვალში, შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს ადმინისტრაციამ გორში ინდმეწარმე ,,მამუკა გიგაურს” 52 000 ლარის ღირებულების საქვაბეების, გათბობა-კონდინცირების და სველი წერტილების მომსახურებისთვის გაუფორმა ხელშეკრულება.

2011 წლის თებერვალში დაიწყო ქარელის შს სამმართველოს ახალი შენობის მშენებლობა, რომელსაც შპს ,,მემონტაჟე ნიკა” აკეთებს. პროექტის ღირებულება 647 000 ლარს შეადგენს.

მარტის თვეში, შს სამხარეო პოლიციამ საკუთარი ავტომანქანები – ტოიოტა 4, ლექსუსი, პასატი, სანტანა, მერსედესი, მიცუბიში, უაზი და გაზ-53 სოფელ ახალსოფელში მდებარე შპს ,,წანწკლას” მიაბარა ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად. ეს პოლიციას 40 000 ლარი უჯდება.

იმავე თვეში პოლიციამ 8 799 ლარის ღირებულების პირადი ჰიგიენის პროდუქტები შეიძნა შპს ,,გეონატურალ დისტრიბუშენისგან”, რომელიც თბილისში მდებარეობს.

შპს ,,ალბასგან” ავეჯის საწმენდი და საპრიალებელი პროდუქტები შეიძინეს. აპრილში შპს ,,ჯი-თი-გრუპთან” მანქანების ფილტერების და ახალი საბურავების დასაყენებლად ხელშეკრულებები გააფორმეს დაახლოებით 45 000 ლარად. იმავე აპრილის თვეში პოლიციამ 12 500 ლარის ღირებულების ხელსაშრობი აპარატები შეიძინა.

ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელი ავტორი მედია-საშუალების მითითებით და თანხმობით.

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: