მთავარი > ახალი ამბები > შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლების ჯანმრთელობაზე ბიუჯეტი ზრუნავს

შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლების ჯანმრთელობაზე ბიუჯეტი ზრუნავს


შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატში დასაქმებული 21-ვე სახელმწიფო საჯარო მოხელის ჯანმრთელობა ბიუჯეტის ხარჯზეა დაზღვეული. ,,ქართლის ხმას” ხელთ აქვს სამხარეო ადმინისტრაციასა და ,,პსპ – სამედიცინო დაზღვევას”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. მისი მეშვეობით სამედიცინო მომსახურების იმ სახეობების შესახებ ვგებულობთ, რომლის ხარჯებს ბიუჯეტი ფარავს. ეს სისტემა ზურაბ არსოშვილის უწყებამ მიმდინარე წლის თებერვლიდან აამოქმედა.

დაახლოებით ანალოგიურ პერიოდში, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა საგანგებოდ გამოაცხადა, რომ მისი ინიციატივით გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების განხორციელება იწყება. ეს პროგრამა სოციალურად გაჭირვებულებზე, სხვა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებზე, მრავალშვილიანებზე და ა.შ კატეგორიის ადამიანებზე იზრუნებს. თუმცა ამ პროგრამის მიღმა არსებობს პროგრამა, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, და  რომელიც სოციალურად ძლიერ და შემოსავლიან ადამიანებს ეხმარება.

22 თებერვალს რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საკუთარი პერსონალის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შეძენის მიზნით, ვაჭრობა 4 კომპანიას შორის გაიმართა. ვაჭრობაში მონაწილეობას იღებდა შემდეგი სადაზღვევო კომპანიები: ,,ალდაგი ბისიაი”; ,,ჯი-პი-აი ჰოლდინიგი”; ,,აისი გრუპი” და ,,პსპ სამედიცინო დაზღვევა”.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე დაბალ ფასად – 4 893 ლარად ადმინისტრაციის პერსონალს დაზღვევა ,,პსპ – სამეციდინო დაზღვევამ” შესთავაზა. დანარჩენების ფასი იდენტური – 5 250 ლარი იყო. დაბალი ფასიდან გამომდინარე სამხარეო ადმინიტრაციის სატენდერო კომიის 10 კაციანმა შემადგენლობამ პრიორიტეტი ,,პსპ – სამედიცინო დაზღვევას” მიანიჭა.

ხელშეკრულება ძალაში 2011 წლის 7 მარტიდან შევიდა და 2011 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში.

დაზღვევის პროგრამას, რომელსაც პსპ ახორციელებს იწოდება შემდეგნაირად: ,,ჯანმრთელობისა და უბედურების დაზღვევის პროგრამა – გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო-რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის.”

დაზღვევა ვრცელდება 21-ივე თანამშრომელზე, ასაკი შეუზღუდავია. მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია წარმოადგენს საოჯახო დაზღვევის პაკეტს, რომელიც ანაზღაურდება დაზღვეულის ხელფასიდან.

რაც შეეხება ადმინისტრაციის თანამშრომლების დაზღვევას, ,,პსპ – სამედიცინო დაზღვევის მომსახურება” შემდეგ სახეობებს მოიცავს:

1. ,,პსპ ასისტანტის სამედიცინო მომსახურებ” – 100%, ულიმიტოდ.

2. ოჯახის ექიმის მომსახურება – 100%, ულიმიტო

3. სასწრაფო სამედიცინო დახმარება – 100%, ულიმიტო

4. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება – 100%, ლიმიტი – 500 ლარი

5. გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება – 100% ლიმიტი – 3000 ლარი.

6. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება – 100%, ლიმიტი – 300 ლარი.

7. უბედური შემთხვევის დაზღვევა – 2 000 ლარი.

საბა წიწიკაშვილი

ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელი ავტორი მედია-საშუალების თანხმობით და მითითებით.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: