მთავარი > სტატიები > ,,წალკოტი” გორის ქუჩებში

,,წალკოტი” გორის ქუჩებში


სკვერის რეაბილიტაცია (2009)

სკვერის რეაბილიტაცია (2009)

,,მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი გორი უფრო ლამაზია და არ არის ისეთი, როგორიც ეს გუშინ წინ იყო” – მიაჩნია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თემურ ხაჩიურს. ადგილობრივი ბიუჯეტში შეტანილი მე-6 ცვლილებით ცნობილია, რომ გორის ქუჩებში მდებარე სკვერების მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყება. აღნიშნული პროგრამა 99 200 ლარი დაჯდება.

ეს პროგრამა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ზურაბ როსებაშვილს არ მოსწონს. მისი თქმით, უმჯობესია საკრებულომ  სხვა პრიორიტეტებზე იმსჯელოს. ,,ყოველ წელს სკვერების რეაბილიტაცია ხდება. ხომ არ ჯობია, ერთხელ და სამუდამოდ ხარისხიანად გააკეთოთ ეს სკვერები და აღარ დასჭირდეს რეაბილიტაცია?” – აცხადებს ზურაბ როსებაშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ხაჩიური ურჩევს ზურაბ როსებაშვილს, რომ თუ რამე პრეტენზია აქვს გასულ წელს აღებულ ვალდებულებებთან მიმართებაში, მოითხოვოს რევიზია და ექსპერტიზა. სხვა მხრივ პრობლემას ვერ ხედავს. ,,ყველა ჩვენთაგანი საკუთარ სახლებში რაღაცავს ვაკეთებთ, ვარემონტებთ. ხოლო ისიც ვიცით, რომ ყოველ წელს სჭირდება რაღაცას განახლება. ასე რომ ასეა ესეც” – ამბობს თემურ ხაჩიური.

ამ ეტაპზე იგეგმება ცაბაძის სკვერის ( 1700 ლარად), შიოს წყაროს (30 400 ლარად), გმირების (25 500 ლარად), დიდების მუზეუმის (14 200 ლარად) და სტადიონის წინ (6 400 ლარად) მდებარე სკვერების რეაბილიტაცია. მათი ექსპლუატაციაში მიღების დრო, როგორც შარშან, წელსაც უცნობია.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: