მთავარი > სტატიები > გორის გამგეობამ დამსახურებულ ფეიქრებს ქუჩა და ბინა წაართვა

გორის გამგეობამ დამსახურებულ ფეიქრებს ქუჩა და ბინა წაართვა


გორში, ფეიქართა დასახლებაში მცხოვრებ ასინეთ ელბაქიძეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორი ოთახი ჩამოართვა.  გამგეობის აზრით, ფეიქარ ასინეთ ელბაქიძეს, კომუნისტების დროს ბამბეულის კომბინატის ხელმძღვანელობის მიერ საჩუქრის სახით გადაცემულ ბინასთან დაკავშირებით ორდერი არ გააჩნია.  ასინეთ ელბაქიძემ კი საკრებულოს სხდომაზე დეპუატებს განუცხადა, რომ  1969 წელს ბინის ორდერების გაცემის სისტემა არ არსებობდა. 

,,დროზე რა მოვრჩეთ” – ისმოდა ხმა აქა-იქ რამდენიმე დეპუტატისგან, რომლებიც ერთი საათის განმავლობაში ვერ გაჩერდნენ საკრებულოს სხდომაზე. ზოგიერთი დეპუტატი იმდენად უგულისყუროდ იჯდა სხდომაზე, რომ როგორც კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ხაჩიური იტყოდა წინადადებას ვუყაროთ კენჭი…. მაშინვე ხელს სწევდნენ, ისე რომ არ ელოდებოდნენ იმას, თუ რას საკითხზე უნდა ეყარათ კენჭი. სულსწრაფობით განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორიდან მოხვედრილი დეპუტატები ,,გამოირჩეოდნენ”…

საკრებულოს სხდომაზე ქაოსის, ხმაურის, ტექსტების ხმადაბალი წაკითხვით, გაურკვეველი სიტყვების ბუტბუტით და უწესრიგობით შეწუხებული თემურ ხაჩიური იძულებული გახდა საკრებულოს წევრებისთვის, რომლებიც დარბაზიდან ნაადრევად გავიდნენ, სიტყვიერი საყვედური გამოეცხადებინა. ერთადერთი ვინც მიკროფონს იყენებდა, ხაჩიური იყო. საყვედურების  წერილობით უზრუნველყოფა მან საკრებულოს აპარატის უფროსს დაავალა. ხოლო სხდომაზე მყოფ ერთადერთ  ,,ქართლის ხმის” წარმომადგენელს სხდომის წევრების სიახლოვეს დაჯდომა აუკრძალა, რადგან თურმე ის ადგილი დეპუტატების საკუთრება იყო.

,,აშკარად კომუნისტები სჯობდნენ ამათ” – გვითხრა საკრებულოს გადაწყვეტილებით და მუშაობით უკმაყოფილო, ხანშიშესულმა  ასინეთ ელბაქიძემ. ის საკრებულოს სხდომას ესწრებოდა და ერთადერთი მოქალაქე იყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან. მას საკრებულომ ორი ოთახი ჩამოართვა. ჩვენს შენიშვნაზე, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ძველი კომკავშირელები და კომუნისტები არიან, ასინეთ ელბაქიძეს გაეცინა – ,,შენ ნამდვილი კომუნისტები არ გინახია, შვილო!”

ასინეთ ელბაქიძე ამბობს, რომ 1969 წელს, გორის ბამბეულის კომბინატმა, რომელიც ამჟამად მიწასთან არის გასწორებული და ნაკვალევიც კი არ ჩანს შენობის (მის დანგრევაში და გაყიდვაში ამჟმად ვანო მერაბიშვილის გარემოცვის წევრებს პაატა და გელა ჩხეიძეებს მიუძღვით წვლილი), მას აჩუქა და გადასცა ბინა შინდისის გზ. #11-ში. ,,აღნიშნულ ბინაში ჯერ გადმომეცა #8 ოთახი, შემდეგ #7 და #6 ოთახი, ხოლო ბოლოს 1989 წელში #5 ოთახი” – ამბობს ასინეთ ელბაქიძე.

გორის გამგეობამ მას საკუთრებაში მე-6 და მე-8 ოთახი დაუტოვა. დანარჩენი ოთახები ჩამოართვა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივ მოქმედი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ცერცვაძე საკრებულოს სხდომაზე აცხადებდა, რომ პრეზიდენტის მიერ 2007 წლის 29 იანვარს გამოცემული  #73 ბრძანებულის მიხედვით, ასინეთ ელბაქიძეს სრულ წესრიგში უნდა ჰქონოდა შემდეგი საბუთები: ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა. ,,ამ ჩამონათვალიდან, ასინეთ ელბაქიძეს არ გააჩნია ბინის ორდერი” – თქვა მიშა ცერცვაძემ.

თუმცა, ასინეთ ელბაქიძე თავის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ბინის ორდერი ერთ-ერთი და არა ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც საკუთრების მოწმობის გაცემის დროს უნდა იხელმძღვანელოს კომისიამ და არ წარმოადგენს სავალდებულო აქტს. გარდა ამისა, ასინეთ ელბაქიძემ წარმოადგინა სხვადასხვა დროს საბინაო ტრესტის მიერ გაცემული ცნობები, ქვითრები, სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნულ ოთახებს ასინეთ ელბაქიძე ფლობს.

ასინეთ ელბაქიძე თავის სამ შვილთან ერთად ცხოვრობს და სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს. მის მიერ წარდგენილ საჩივარს უფასო იურიდიული კონსულტაციის კვალი ამჩნევია. საკრებულოს წევრებმა (განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორიდან მოხვედრილებმა) ირონიულად განაცხადეს, რომ ასინეთს შეუძლია ისარგებლოს კვლავ უფასო ადვოკატებით და სასამართლოში იდავოს.

გორის საკრებულო ფეიქრების წინაშე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. საკრებულოს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ  კომბინატის დასახლებაში ფეიქრების ქუჩას ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭოს. საკრებულოს წევრმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ზურაბ როსებაშვილმა განაცხადა, რომ ამდენი ქუჩის ცვლილება მიუღებელია, რადგან ეს მოსახლეობაში იწვევს დიდი ხარჯებს. კერძოდ, საჯარო რეესტრში ახალ მისამართებზე საკუთრების დარეგისტირებება და მასში ცვლილებების შეტანა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ხაჩიური დაეთანხმა მას და სხვათა შორის დაამატა: ,,იქნებ რამე კვალიფიციური კომისია შევქმნათ, რომელიც ქუჩების სახელებზე იზრუნებს”.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: