მთავარი > ახალი ამბები > შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ ჯარიმების გეგმა 201% შეასრულა

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ ჯარიმების გეგმა 201% შეასრულა


ფოტო: (FORUM.GE)

ფოტო: (FORUM.GE)

მიმდინარე წლის 3 თვეში ჯარიმებიდან და სანქცია საურავებიდან, ადგილობრივ ბიჯეტში,  გეგმით გათვალისწინებული 105 000 (ასხუთი ათასი) ლარის ნაცვლად, 211 100 ლარი შევიდა. გეგმა 201%-ით შესრულდა. საერთოდ, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2011 წელს ჯარიმებიდან და სანქციებიდან სულ 700 000 ლარს ელოდებიან. რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, ესენია მოსაკრებლები და სხვა და სხვა სახის ქონების (სასოფლო, არასასოფლო მიწები და საწარმოთა ქონების) გადასახადები. რომელიც ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლის წყაროა. არც ერთი მათგანი გეგმით გათვალისწინებულ ციფრებს არ მიახლოებია.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიცია გაზეთ ,,ქართლის ხმის” წერილობით განცხადებებს არ იბარებს. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რამდენჯერმე გაგზავნილი წერილი უკან დაგვიბრუნდა. საპატრულო პოლიციის ადმინისტრაცია გვატყობინებს, რომ თუ რამე გვაინტერესებს, შს სამინისტროს უნდა მივმართოთ.

ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჯარიმებისა და საურავების მაქსიმალურ ამოღებას მაისის თვეში ელოდებიან. 21 მაისის აქციებთან დაკავშირებით ავტომანქანების ჩამორთმევის და საჯარიმოზე გადაყვანის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველი კვარტლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემოსული თანხიდან იანვარ-მარტში  პოლიციის ხარჯები  80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარით დაფინანსდა. 2011 წლის გორის ბიუჯეტში კი შს სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება გეგმით სულ 187 000 (ასოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარია გათვალისწინებული.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: