მთავარი > სტატიები > შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა რაზმი 19 მაისიდან განსაკუთრებულ კვებაზე გადავიდა

შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა რაზმი 19 მაისიდან განსაკუთრებულ კვებაზე გადავიდა


2011 წლის 19 მაისიდან,  შს სამინისტროს განსაკუთრებულ  დავალებათა რაზმს, კომპანია ,,ფუდსერვისი”, თვეში ერთხელ 4 ტონა უმაღლესი ხარისხის ფქვილს, თვეში ორჯერ 450 კგ უკრაინული წარმოების უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო ნაწარმს, ხოლო მოთხოვნილების მიხედვით –  ჯამში 7 400 კგ უმაღლესი ხარისხის მანანის ბურღულეულს მიაწვდის. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.

ოფიციალური შეთანხმება #272 2011 წლის 19 მაისს გაფორმდა. ტექნიკურ პირობებში აღნიშნულია:

ხორბლის ფქვილი: ,,თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, წებოვნობა შემცველობა არანაკლებ 25%, სინესტე არაუმტეს 15%, სუნი და გემო მახასიათებელი ნიმუშისთვის, არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენოდიფირებულ ელემენტებს. ხორბლის ფქვილი დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით 20-15 კგ ტომრებში, შესაბამისად მინიშნებულ ვარგისიანობის წლებით.

საკონდიტრო ნაწარმი: ,,უმაღლესი ნაწარმის, ქარხნული წარმოების, მშრალი, ფერი, სუნი და გემო მახასიათებელი ნიმუშისთვის. საღებავების, კონსერვანტების და ემულგატორების და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე. მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენბლებით უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდრატების მოთხოვნებს.

აღნიშნული ნაწარმის მიწოდება ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან  18 144 ლარით.
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: