მთავარი > ახალი ამბები > დღეს გორის მუნიციპალიტეტმა ,,სედანის” შესასყიდად 35 300 ლარი გამოყო

დღეს გორის მუნიციპალიტეტმა ,,სედანის” შესასყიდად 35 300 ლარი გამოყო


სედანის სალონი

სედანის სალონი

25 მაისიდან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იწყება განაცხადების შეტანა მსუბუქი ავტომობილის ,,სედანის” შესყიდვასთან დაკავშირებით. მანქანის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 35 300 ლარია მითითებული. განაცხადების მიღება სატენდერო კომისიაში 27 მაისამდე გაგრძელდება. აუქციონიც ამ დღეს 15 საათზე ჩატარდება.

შესასყიდი მანქანის პარამეტრები უნდა იყოს:
ავტომობილი - ,,სედანი"
საწვავის ტიპი - ჰიბრიდი; 
გამოშვების  წელი - 2008 წელი და ზემოთ;
ძრავის მოცულობა არანაკლებ 2400 კუბ სმ;

გარბენი  არაუმეტეს    140 000   კმ;
არანაკლებ  4 ცილინდრიანი;
გადაცემის კოლოფი  ავტომატიკა;
წამყვანი თვლები - წინა;
კარები  4/5;
საჭე  -  მარცხნივ;
ფერი - ვერცხლისფერი ან შავი;
აირბეგი - არანაკლებ 10;
ელ შუშები;
კონდინციონერი;
ტყავის სალონი;
ცენტრალური საკეტი;
სიგნალიზაცია;
ბორტკომპიუტერი;
ABS;
სავარძლების გათბობა;
საგულისხმოა, რომ 2011 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა
,,რუმპეტროლისგან" 144 513 ლარად საწვავს იძენს. ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ გორის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალძე და ,,რუმპეტროლის" გენდირექტორი ალექსანდ ალბინი.
მუნიციპალიტეტის ავტომობილები მოიხმარს ,,ევრორეგულარს".
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ბალანზე არსებულ ავტომანქანების ზუსტ რაოდენობას, ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია
 ,,ქართლის ხმისთვის" უცნობია.
კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: