მთავარი > სტატიები > შს სამინისტროს სპეცნაზის კვებაზე ,,ფუდსერვისთან” ერთად ,,მეგაფუდიც” ზრუნავს

შს სამინისტროს სპეცნაზის კვებაზე ,,ფუდსერვისთან” ერთად ,,მეგაფუდიც” ზრუნავს


როგორც ცნობილია, 2011 წლის 19 მაისიდან შს სამინისტროს განსაკუთრებულ  დავალებათა რაზმს, კომპანია ,,ფუდსერვისი”, თვეში ერთხელ 4 ტონა უმაღლესი ხარისხის ფქვილს, თვეში ორჯერ 450 კგ უკრაინული წარმოების უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო ნაწარმს, ხოლო მოთხოვნილების მიხედვით –  ჯამში 7 400 კგ უმაღლესი ხარისხის მანანის ბურღულეულს მიაწვდის. ,,ქართლის ხმას” ხელთ აქვს ასევე შპს ,,მეგაფუდის” ხელმძღვანელთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ასევე განსაზღვრული აქვს შს სამინისტროს სპეცრაზმის დეპარტამენტის პირველი განყოფილების თანამშრომლების საკვების მენიუ. საინტერესოა ის გარემოება, რომ ,,ფუდსერსვისისა” და ,,მეგაფუდის” ხელმძღვანელი ერთი და იგივე პიროვნებაა – გელა გაბელია.

შემსრულებელი იღებს ვალდებულეას უზრუნველყოს კვებითი მომსახურებით შს სამინისტროს სპეცოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტტის)ობიექტების დაცვის სამმართველოს დანაყოფებისათვის. კვების მომსახურეობა შედგენილი ერთკვირიანი მენიუ-განწილვის შესაბამისად. მომსახურეობის უზრუნველყოფა ხორციელდება შესმრულების მიერ დღეში სამჯერადი კვებით, საკუთარი კვების პროხუქტებითა (ტრანსპორტირებით და შენახვის პირობების დაცვით) და მომსახურე პერსონალით 2011 წლის 21 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულებას აქვს სპეციალური შენიშვნა: კაცთა რაოდენობამ შესაძლებელია განიცადოს ცვლილება, როგორც კკლების ასევე მატების თვალსაზრისით.

დღეშიო 10 000 ლარის ღირებულების საკვები მიეწოდებათ სპეცრაზმის დეპარტამენტის ობიექტების დაცვის სამმართველოს თანამშრომლებს. სულ ეს სახელმწიფო ბიუჯეტს 96 350 ლარი უჯდება.

იხილეთ ფოტო დოკუმენტები:



კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: