მთავარი > ახალი ამბები > გორის მუნიციპალიტეტმა 35 300 ლარიანი ,,სედანი” თელავში შეიძინა

გორის მუნიციპალიტეტმა 35 300 ლარიანი ,,სედანი” თელავში შეიძინა


27 მაისს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ძვირადღირებული მანქანა ,,სედანი” შეიძინა. საკრებულომ ავტომობილის ,,სედანის” შესყიდვასთან დაკავშირებით აუქციონი ორი დღით ადრე 25 მაისს გამოაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, შესაბამის დაინტერესებულ პირებს განაცხადი 27 მაისამდე უნდა წარედგინათ. ასეთი ტიპის მანქანის მფლობელი დროულად გამოჩნდა და ზუსტად იმ პარამეტრების მქონე ავტომანქანა წარუდგინა საკრებულოს, როგორიც გამოცხადებული ჰქონდა. ,,ქართლის ხმისთვის” ჯერ კიდევ 25 მაისს  შესასყიდი მანქანის პარამეტერები ცნობილი იყო.  მანქანის სავარაუდო ღირებულებად 35 300 ლარი იყო მითითებული. ასეთი ტიპის ავტომაქანა 27 მაისს თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებმა ვინმე პაატა მაისურაძემ გორის მუნიციპალიტეტს წარუდგინა. ავტომანქანის მფლობელმა სანაცვლოდ 35 300 ლარი წაიღო.

შესასყიდი მანქანის პარამეტრები ასე გამოიყურება:
ავტომობილი - ,,სედანი"
საწვავის ტიპი - ჰიბრიდი; 
გამოშვების  წელი - 2008 წელი;
ძრავის მოცულობა  2400 კუბ სმ;
გარბენი   140 000   კმ;
არანაკლებ  4 ცილინდრიანი;
გადაცემის კოლოფი  ავტომატიკა;
წამყვანი თვლები - წინა;
კარები  4/5;
საჭე  -  მარცხნივ;
ფერი - ვერცხლისფერი ან შავი;
აირბეგი -  10;
ელ შუშები;
კონდინციონერი;
ტყავის სალონი;
ცენტრალური საკეტი;
სიგნალიზაცია;
ბორტკომპიუტერი;
ABS;
სავარძლების გათბობა;
საგულისხმოა, რომ 2011 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა
,,რუმპეტროლისგან" 144 513 ლარად საწვავს იძენს. ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ გორის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალძე და ,,რუმპეტროლის" გენდირექტორი ალექსანდ ალბინი.
მუნიციპალიტეტის ავტომობილები მოიხმარს ,,ევრორეგულარს".
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ბალანზე არსებულ ავტომანქანების ზუსტ რაოდენობას, ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია
 ,,ქართლის ხმისთვის" უცნობია.
კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: