მთავარი > სტატიები > შიდა ქართლის გუბერნია თვეში 3 075 ლიტრ ბენზინს ხარჯავს…

შიდა ქართლის გუბერნია თვეში 3 075 ლიტრ ბენზინს ხარჯავს…


შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია მიმდინარე წელს საწვავს კომპანია ,,რომპეტროლისგან” ყიდულობს. 2010 წლის დეკემბერში ,,რომპეტროლის” ხელმძღვანელისა და გუბერნატორ ზურაბ არსოშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიაm ვალდებულება აიღო 2011 წლის 31 დეკემბრამდე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას 36 900 ლიტრი ევრორეგულარი მიაწოდოს. გარდა ბენზინისა, ,,რუმპეტროლი” გუბერნიას დიზელის საწვავსაც აწვდის. წლის ბოლომდე დიზელის საწვავის ლიმიტია – 7 200 ლიტრი. შეძენილი დიზელისა და საწვავის საერთო ფასი ჯამში შეადგენს 92 600 ლარს

როგორც გავარკვიეთ, სამხარეო ადმინისტრაციამ საწვავის შესაძენად წლის დასაწყისიში 93 600 ლარი გამოყო. თავდაპირველად ამ თანხის ათვისებას შპს ,,უნიგრუპი” აპირებდა, თუმცა კომპანია ,,რუმპეტროლმა” სამხარეო ადმინისრაციას 92 600 ლარიანი პაკეტი შესთავაზა. გუბერნიისთვის ,,რუმპეტროლის” მიერ შეთავაზებული ვარიანტი მისაღები აღმოჩნდა. მიღებული საწვავის გარკვეულ რაოდენობას სამხარეო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყენებს.

რაც შეეხება გასულ წელს, 2010 წლის 5 მაისის განკარგულებით ყოფილმა გუბერნატორმა ვარძელაშვილმა კომპანია „ვისოლპეტროლიუმთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 31 დეკემბრამდე კომპანია „ვისოლს“ ლადო ვარძელაშვილისთვის უნდა მიეწოდებინა 4 000 ლიტრი საწვავის დამადასტურებელი ტალონები. ეს შესყიდვა ვარძელაშვილს ბიუჯეტიდან 7 800 ლარი დაუჯდა. განკარგულებით ირკვევა, რომ ეს 4 000 ლიტრი დიზელის საწვავს საგანგებო სიტუაციების სამსახური გამოიყენებდა. რაც შეეხება საკუთარ ავტომანქანებს, კონკრეტულად ვარძელაშვილის ავტომანქანისთვის თვეში ლიმიტი 1500 ლიტრი იყო, ხოლო მისი პირველი მოადგილისთვის – 600 ლიტრი.

 

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: