მთავარი > სტატიები > გორის საკრებულოს ,,უქონელი” თავმჯდომარე

გორის საკრებულოს ,,უქონელი” თავმჯდომარე


ზვიად ხმალაძე

ზვიად ხმალაძე

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2008 წლის აპრილში შეავსო. თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულ ვერსიაში ზვიად ხმალაძის ნაცვლად დევს ახალცისის სადაზვერვო სამსახურის უფროსის ვინმე ხმალაძის დეკლარაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, თავსართ ნაწილში მითითებულია, რომ დეკლარაცია ზვიად ხმალაძეს ეკუთვნის, ხოლო ბოლო სართში ახალციხეში დისლოცირებული სადაზვერვო სამსახურის უფროსის მონაცემებია შესული.

ზვიად ხმალაძემ ქონებრივი დეკლარაცია მეორედ 2009 წლის 7 აპრილს შეავსო. მას უძრავ და მოძრავ ქონებაში ცვლილება არ აქვს და გვთხოვს ვიხილოთ წინა წლის დეკლარაცია. თუმცა რა მდგომარეობაშიცაა წინა წლის დეკლარაცია, უკვე აღვნიშნეთ.

2009 წლის მონაცემებით, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათზე 2000 ლარი აქვს. მის მეუღლეს არც ერთი კაპიკი. ხოლო ნაღდი ფულის სახით ზვიად ხმალაძეს ხელთ 10 000 ლარი აქვს. ხმალაძე უთითებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში შემოსავლის სახით 30 680 ლარი მიიღო.

2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გააჩნია ბინა მშვიდობის გამზ #13-ში. 100კვ.ფ ფართის ბინა და ავტოფარეხი. მოძრავი ქონება არ გააჩნია. სახელფასო და საკრედიტო ბარათებზე სულ 5733 ლარი დევს. ხმალაძემ არასრულწლოვან შვილს კი ანაბარი გაუხსნა, სადაც 2010 წლის აპრილის მონაცემებით 1600 ლარი შეიტანა. ხმალაძეს ხელზე ნაღდი ფულის სახით 8 000 ლარი ჰქონდა. 2010 წლის განმავლობაში ხელფასიდან მიიღო შემოსავალი: 35 400 ლარი.

2011 წლის დეკლარაციაში გორის მუნიციპალიტეტის საკრბულოს თავმჯდომარე უთითებს, რომ უძრავ და მოძრავ ქონებაში ცვლილება არა აქვს. სახელფასო და საკრედიტორ ბარათებზე ჯამში სულ 7 ლარი აქვს, სამაგიეროდ ხელზე აქვს 10 000 ლარი. მის პედაგოგ მეუღლეს 2010 წლის განმვლობაში სულ აუღია 430 ლარი. რაც შეეხება ანაბარს, თუკი 2009 წლის განმავლობაში ხმალაძის არასრულწლოვან შვილს გიორგი ხმალაძეს ანგარიშზე ანაბრის სახით 1 600 ლარი ჰქონდა, 2010 წელს ეს რაოდენობა 4 164 ლარამდე ავიდა.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: