მთავარი > სტატიები > ,,ქართლის ხმა” მედიაპალიტრას სოლიდარობას უცხადებს

,,ქართლის ხმა” მედიაპალიტრას სოლიდარობას უცხადებს


წყარო: http://www.media.ge

100–მდე ჟურნალისტმა და  უფელბათადამცველმა 8 ივნისს  „მედიაპალიტრის” მხარდამჭერი აქცია გაიმართეს, ამავე ორგანიზაციის  ოფისის წინ. აქციაზე   ოპოზიციური  პარტიების ლიდერებიც მივიდნენ, მათ შორის, ნინო ბურჯანაძე, „სახალხო კრების” ლიდერი. ეს იყო პასუხი შემოსავლების სამსახურის მიერ „მედიაპალირტის” სტრუქტურებში დაიწყებულ აუდიტორულ შემოწმებაზე, რასაც, როგორც „მედიაპალიტრაში” განაცხადეს, მოჰყვა პრესის გავრცელების სამსახურის, გამომცემლობა “პალიტრა L”-ის, ქაღალდის საწყობის, სტამბის, წიგნების მაღაზიათა ქსელის და სხვა სტრუქტურების საწყობების დალუქვა.

დღევანდელმა აქციამ  გამოსვლების, პლაკატებისა და მოწოდებების გარეშე ჩაიარა. ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ამ შეკრებით სურთ ხელისუფლებას აჩვენონ, რომ მედია სოლიდარულია, როდესაც საქმე ეხება სიტყვის თავისუფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვის მცდელობას.

აქ ვართ იმისათვის, რომ ყველას,  ვისაც შეუძლია   თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, ვუთხრათ:   ჩვენ ვართ ფხიზლად, ჩვენ ვართ თვითორგანიზებულები და ვგულშემატკივრობთ   „მედიაპალიტრას. ეს არის ერთგვარი პრევენციული ღონისძიება და ძალიან გამიხარდება, თუ ხვალ და ზეგ შევიტყობ, რომ ეს შემოწმება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობა არ იყო,” – უთხრა Media.Ge-ს ჟურნალისტმა ია ანთაძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასციაციის” იურისტმა თამარ კორძაიამ, რომელიც ასევე აქციაზე იმყოფებოდა, Media.Ge-ს განუცხადა,  რომ შემოსავლების სამსახურის მოქმედება არის  არაპირდაპირი ზეწოლა  „პალიტრაში” შემავალ მედიასაშუალებებზე.

შემოწმება სამართლებრივად სწორი რომც იყოს, ჩნდება კითხვა, რატომ შევიდნენ ერთდროულად  „მედიაპალიტრის” იმ სტრუქტურებში, რომლებიც მედიაწარმოების ერთიან ციკლს ქმნიან?-თქვა კორძაიამ.

შემოსავლების სამსახურმა 8 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „მედიაპალიტრის”  ოთხ სტრუქტურაში გეგმიურ სასაქოლო- მატერიალური ინვენტარიზაცია ტარდება, რომელიც  „ხანმოკლე და მარტივი” პროცედურაა.

შემოწმება  „მედიაპალიტრაში” მიმდინარეობს „კანონის ნორმების სრული დაცვით”, შესაბამისად, არ ფერხდება სამუშაო  რეჟიმი, განააცხადა შემოსავლების სამსახურმა.

„მედია პალიტრა”   მუშაობს რამდენიმე მედია მიმართულებით: მაუწყებლობს FM რადიო სიხშირეზე, მაუწყებლობს ასევე ინტერნეტში – TVფორმატით. აქვს პრინტ მედია, ის გამოსცემს 20-მდე დასახელების გაზეთსა და ჟურნალს. მედია სახლის შემადგენლობაშია  საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსიც”. ხსენებული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებდნენ 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის  დარბევას, პოლიციის სპეცრაზმების მიერ, რასაც მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი,  ასევე,  დაშავდნენ აქციის მონაწილენი და ჟურნალისტები.

გაზეთ „რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა Media.Ges  განუცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის შესვლა „მედიაპალიტრაში” არის ანგარიშსწორება  იმ ობიექტურობის გამო, რომელსაც ამ ორგანიზაციის მედიასაშუალებები ავლენდნენ 26 მაისის მოვლენების გაშუქებისას.

„მე სხვაგვარ შეფასებას ვერ მივცემ, რადგან შემოსავლების სამსახური სწორედ იმ ორგანიზაციებში შევიდა,  რაზეც დგას ეს ჰოლდინგი, საუბარია “მედიაპალიტრის” ღერძზე –  პრესის გავრცელების სამსახურებსა და სტამბებზე”,  თქვა ლაშა ტუღუშმა.

„მედიაპალიტრა” თავისუფალი სიტყვის ოაზისია, რაც კარად გამოჩნდა საპროტესტო აქციების გაშუქებისას. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას მისი შეზღუდვა უნდა. რატომ არ ამოწმებენ  იმ მედიასაშუალებებს რომელთაც ხელისუფლება აკონტროლებს? რატომ არ შედიან იქ იგივე ფორმით? მფიქრობ, რომ ამ რევიზიას სხვა რაიმე მიზანი არ აქვს, გარდა მედიაზე ზეწოლისა,” – თქვა თბილისის საკრებულოს წევრმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან”  ჯაბა სამუშიამ, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, საგამოძიებო სტუდია „მონიტორის” რეპორტიორმა ნანა ბიგანიშვილმა  Media.Ge-სთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ რევიზიის დეტალები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდება.

„კითხვის ნიშნები, რაც საზოგადოებაში ახლა არსებობს,  უნდა მოიხსნას და შემოწმების დეტალები საჯარო გახდეს”   აღნიშნა ბიგანიშვილმა.

აქცია,  დაახლოებით,  ერთ საათს გაგრძელდა. „მედიაპალიტრამ”  იქვე გაავრცელა განცხადება,  სადაც წერია: „მედიაპალიტრა” არ არის საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი ზოგადად, თუმცა ერთდროულად 6 სხვადასხვა შპს-ში მოულოდნელი შემოწმების დაწყება ლოგიკურად ბადებს ეჭვს და იწვევს შეშფოთებას, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა,მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლა.

საკუთარი მიმართვა გაავრცელა ეთიკის საბჭომაც და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს მოუწოდა, გამჭვირვალედ წარმართონ შემოწმების პროცესი და ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებაში.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: