მთავარი > ახალი ამბები > გორის გამგებლის ბრძანება ,,ქართლის ხმის” ადმინისტრაციული საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ

გორის გამგებლის ბრძანება ,,ქართლის ხმის” ადმინისტრაციული საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ


ბრძანება #2-013 (2011 წლის 03 ივნისი)

(სტილი დაცულია)

,,2011 წლის 03 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მომართა გაზეთ ,,ქართლის ხმის” რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა, სადაც აღნიშნავს, რომ 2011 წლის 12 აპრილს განცხადებით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რითაც გვაცნობებდა, რომ გორის დრამატული თეატრის ადმინისტრაციას რამდენჯერმე მიმართა წერილობით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, კერძოდ ითხოვდა 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მარტის ჩათვლით გაწეული ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. აღნიშნული დოკუმენტაცია კი თეატრის ადმინისტრაციას დღემდე არ მიუწოდებია. აქედან გამომდინარე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით (საბა წიწიკაშვილმა – ავტ) მომართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რადგან დრამატული თეატრის დაფინანსება ხდება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.”

,,2011 წლის 19 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის #წ-34 ადმინისტრაციული აქტით განმაცხადებელს გაეგზავნა გორის გამგეობაში დაცული სსიპ გორის დრამატული თეატრის 2011 წლის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ამსახველი დოკუმენტაცია”

,,საბა წიწიკაშვილი აღნიშნავს, რომ მან არასრული სახით მიიღო საჯარო ინფორმაცია და ითხოვს დაიწყოს ადმინისტრაციული საქმის წარმოება, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის კახა ტოლიაშვილის მიმართ და დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელები.”

,,აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანებით ადმინისტრაციულ სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი ზეპირ განხილვას არ დასწრებია, თუმცა მას ზეპირი განხილვის ჩატარების დრო ეცნობა 2011 წლის 6 მაისის წერილით.”

,,ზეპირი განხილვის დროს გამოვლინდა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის #3/464 ბრძანებით დმტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გ. ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ამავე დებულების მე-8 მუხლის თანახმად კი თეატრი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს”

,,თეატრის წლიურ ბალანს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი”

,,საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის ნახაზი, მაკეტი გეგგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლები ემსახურება იმ მიზანს, რომ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცეს სწორად ინფორმაცია, რომელიც დაცულია და ინახება მასთან და რომელიც წარმოადგენს სჯარო ინფორმაციას. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია დაცული არ არის შესაბამისად მისი დაინტერესებულ პირზე გადაცემის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო”

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

,,1.გაზეთ ,ქართლის ხმის” რედაქტორის საბა წიწიკაშვილის 2011 წლის 3 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

,,2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.”

,,3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ხოლო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლო”.

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი”

,,დავით ხმიადაშვილი”

,,ქართლის ხმის” რედაქცია აღნიშნულ ბრძანებას, რომელიც დღეს 10 ივნისს ჩაგვბარდა, გაასაჩივრებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. გარდა ამისა, მომზადდება ახალი ადმინისტრაციული საჩივარი საკუთრივ თეატრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის თაკო აბაშიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების და მის მიმართ შესაბამისი სახდელების დადების თაობაზე. დამატებით შედეგებს გაცნობებთ საქმის მსვლელობის განმავლობაში. ჩვენ გარდა იმისა, რომ დავავალდებულებთ უკანონოდ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცემას, არამედ იმ ადამიანების დასჯასაც მოვითხოვთ, ვინც ეს ინფორმაცია გაასაიდუმლოვა.

მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა 
საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსი
1.  საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია
დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10  დღისა,  თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე
პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან
ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ)  მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული
დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ)  სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან
სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: