მთავარი > სტატიები > გორის ხელისუფლებას ბორია გოგიჩაიშვილის შამპანურები აღარ ჭირდება

გორის ხელისუფლებას ბორია გოგიჩაიშვილის შამპანურები აღარ ჭირდება


საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია შპს ,,საქართველოს” (შამპანურის ქარხნის” დირექტორის ბორის გოგიჩაიშვილის დაკავების შესახებ. საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კრედიტების განკარგვის კანონიერების შესწავლის მიზნით განხორციელებული საგამოძიებო ქმედებების ფარგლებში,  გამოვლენილი ჯგუფის წევრები დააკავა. შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ბორია გოგიჩაიშვილი ერთი თვის წინ დააკავეს. ჩვენ წერილობით მიმართული გვაქვს გორის რაიონულ სასამართლოს, საიდანაც ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში მოგვწერეს, რომ გოგიჩაიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოშია განხილული.  გადაწყვეტილება კი გორის სასამართლომ არ მოგვაწოდა.

დაკავებულები არიან  შპს „საქართველოს” და შპს „ქართული ღვინის სახლის” დირექტორები –  ბორის გოგიჩაიშვილი და ზაზა კიკაბიძე, აგრეთვე, მათი თანამშრომლები, სულ – 8 პირი.

  • ბორის გოგიჩაიშვილს და ზაზა კიკაბიძეს ბრალად ედებათ სახელმწიფო სახსრების მითვისება და საგადასახდო დოკუმენტების გაყალბება. დანაშაული გათვალისწინებულია სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის I და II ნაწილებით.
  •  კერძოდ, შპს „საქართველოსათვის” მოსახლეობისაგან ყურძნის შესასყიდად, მისი გადამუშავებისა და ტრანსპორტირებისათვის, ბიუჯეტიდან გაცემული 2.000.000 ლარიდან, შპს-ს ხელმძღვანელობამ მიითვისა 400.000 ლარი, და, ნაცვლად 3.500 ტონისა,  შეისყიდა  2.7000 ტონა საფერავი.
  •  შპს „ქართული ღვინის სახლის” ხელმძღვანელობამ კი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1. 140. 000 ლარიდან მიითვისა 210. 000 ლარი და შეისყიდა არა 1.600, არამედ – 1.100 ტონა საფერავი.
  • ჯამში, აღნიშნულმა პირებმა, ყალბი დოკუმენტების შექმნის გზით,  მიითვისეს  ბიუჯეტიდან  გამოყოფილი 610 000 ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა მოსახლეობისაგან ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებასა და ტრანსპორტირებას.
  • დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბორის გოგიჩაიშვილი და ზაზა კიკაბიძეს 7-11 წლამდე  პატიმრობა ემუქრებათ.”

ეს კრედიტი  ბორია გოგიჩაიშვილმა 2006 წელს მიიღო. ღვინის პრობლემა იმ დროს ირაკლი ოქრუაშვილს ჰქონდა დავალებულია. ბორია გოგიჩაიშვილს სწორედ იმ პერიოდში მისცეს კრედიტი.

გოგიჩაიშვილების მიერ ჩამოსხმული შამპანურით ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად  ადგილობრივ  თუ უცხოელ სტუმრებს უმასპინლდებოდა. მაგალითად, როდესაც 2004 წლის ,,ახალ წელს” ს მაშინდელმა გუბერნატორმა ირაკლი ოქრუაშვილმა გორის მთავარ მოედანზე ფეიერვერკები გაუშვა, რამდენიმე ასეული ბოთლი ,,თამარ მეფე” გაიხსნა და დამდეგი ახალი წელი დაილოცეს.

გოგიჩაიშვილს ასევე უხდებოდა საკუთარ სოფლამდე მისასვლელი გზის დაგება. მაგალითად, 2006 წელს ,,ქართლის ხმა” წერდა, რომ ბორია გოგიჩაიშვილის ფინანსებით გაუკეთდა რემონტი გორი-ხიდისთავის 3-4 კმ-იან გზას, ხოლო პარალელურად გორის მაშინდელმა გამგეობამ ხარჯებში უჩვენა, რომ ეს გზა ბიუჯეტიდან შერემონტდა.

როდესაც 2006 წელს მიხეილ ქარელი მასშტაბურ კონტრაბანდაში დაადანაშაულეს, მან ხელი ფინანსური პოლიციისკენ და მისი უფროსისკენ გაიშვირა – კონტრაბანდას არსოშვილი ებრძვის და მას მოსთხოვეთ პასუხიო, ხოლო ერთადერთ არგუმენტად ქარელმა შემდეგი გარემოება დაასახელა: ,,ერთადერთი მტკიცებულება რაც აქვთ ისაა, თითქოს როდესაც მე ადგილობრივ ბიზნესმენს ბორია გოგიჩაიშვილს შევხვდი, ,,ტროიკას” ვეწეოდიო”. ამით მაშინ ქარელმა მიანიშნა, რომ სიგარეთ ,,ტროიკის”  წევის შესახებ ჭორები გოგიჩაიშვილმა გაუვრცელა.

შემდგომ წლებში, 2007-2008 წლებში ადგილობრივმა ფინანსური პოლიციის უფროსმა ზურაბ არსოშვილმა დაიწყო გოგიჩაიშვილების შამპანურების გამოყენება. მაგალითად, 2006-2007 წლებში, საახალწლოდ იმდროინდელმა ორგანიზაციებმა ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელისგან (ზურაბ არსოშვილისგან) მიიღეს პაკეტები – სადაც ეწყო ,,შოკოლადი” ან ბანბანერკები და ორ-ორი ბოთლი შამპანური.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ 2011 წლის ,,ახალ წელსაც” დაარიგა მასშტაბურად ტკბილეული და შამპანურები. ჩვენ ხელთ გვაქვს ერთ-ერთ საზოგადო მოღვაწის სახლში ზურაბ არსოშვილის მიერ გაგზავნილი მისალოცი ბარათი, რომლითაც არსოშვილი საჩუქრების ადრესატებს წერილობით ულოცავს ახალ წელს. ვინც ეს ბარათი გვაჩვენა და გადმოგვცა რედაქციას, განმარტა რომ  ბარათს არსოშვილმა შოკოლადი და შამპანური მოაყოლა. მსგავსი სახის საჩუქრები დარიგდა როგორც გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოების წარმმადგენლებს შორის (მწერლები, მხატვრები და ა.შ.) ასევე სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეც.

ჩვენ 2011 წლის თებერვალ-მარტში წერილობით ორჯერ მივმართეთ სამხარეო ადმინისტრაციას აღნიშნულ საჩუქრებთან დაკავშირებით, თუმცა ორივეჯერ მივიღეთ პასუხი, რომ ახალ წელს შიდა ქართლის გუბერნატორს საჩუქრების დარიგებაში ფული არ გაუღია. მართალია, ეს ხარჯები სამხარეო ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან არ გავიდა, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა საერთოდ გადაუხადეს თუ არა თანხა იმ შამპანურის და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომლის პროდუქცია საჩუქრების სახით დარიგდა მოსახლეობაში 2011 წლის ,,ახალ წელს”.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: