მთავარი > ახალი ამბები > ებრაელები – სტალინის სახლ-მუზეუმის ყველაზე ხშირი სტუმრები

ებრაელები – სტალინის სახლ-მუზეუმის ყველაზე ხშირი სტუმრები


დამთვალიერებელი მუზეუმში

დამთვალიერებელი მუზეუმში

გორში ტურისტებს ოფიციალური სტრუქტურები უკვე ითვლიან. გამგეობამ მაისის თვის შედეგები უკვე გამოაცხადა. მანამდე ,,ქართლის ხმა” სტალინის სახლ-მუზეუმს ესტუმრა. მხოლოდ გასულ წელს, აქ  21 700 დამთვალიერებელი მისულა. ამათგან 4 ათასი ტურისტი ისრაელიდან იყო. მიმდინარე წლის ივლისში კი ჩვენი მასპინძლები მაო-ძედუნის მუზეუმის დელეგაციას ელოდებიან. როგორც ,,ქართლის ხმას” სტალინის სახლმუზეუმის დირექტორმა უთხრა, სტალინისა და მაო-ძედუნის მუზეუმების დაძმობილება მოხდება.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა ერთი თვის მანძილზე 1100 უცხოელ ტურისტს უმასპინძლა. ტურისტების 62%-ი ერთ დღეს, ხოლო 38%-ი საშუალოდ ორ დღე-ღამეს რჩებოდა. აღნიშნული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუზეუმის გვერდით მდებარეობს, ვიზიტორებს ინფორმაციას გადაადგილების, განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ აწვდის .

,,გორის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული დანიშნულების ადგილია, ვინაიდან დამთვალიერებლები მას წლის ნებისმიერ დროს სტუმრობენ. ცენტრის მიზანია, მოვიზიდოთ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი და დავაინტერესოთ ჩვენი კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ აქტიურად მიმდინარეობს რუკის შექმნაზე მუშაობა, რომელიც ტურისტებს  ინფორმაციას მიაწვდის ქვეყნის მასშტაბით მათთვის საჭირო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ.“ – აცხადებენ გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, რომლებიც მათ მუშაობაში სტალინის მუზეუმის როლს საერთოდ არ ახსენებენ.

გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით აშენდა, მიმდინარე წლის 26 აპრილს გაიხსნა.

სტალინის სახლმუზეუმის დირექტორის რობერტ მაღლაკელიძის თქმით, კეთდება სტატისტიკა თუ რომელი კუთხიდან და ქვეყნიდან იყვნენ ტურისტები. მისი თქმით, შარშან დაახლებით 21 700-მა ტურისტმა დაათვალიერა მუზეუმი. აქედან დაახლოებით 4 000 ტურისტი ისრაელიდან იყო.

რობერტ მაღლაკელიძის თქმით, მუზეუმში მოდიან ტურისტები რომლებიც ორგანულად ვერ იტანენ სტალინს, მოდიან ისეთებიც რომლებსაც უყვართ სტალინი. ,,მოდიან ისეთებიც ვინც ,,ბუმ-ბუმ” არ იციან ვინ იყო სტალინი. უბრალოდ გაუგიათ” – ამბობს რობერტ მაღლაკელიძე. ,,მიუხედავად ამისა, მუზეუმიდან სამივე კატეგორიის დამთვალიერებელი  კმაყოფილი გადის.” – ამბობს მაღლაკელიძე.

მუზეუმმა რეპრესიების დარბაზი გახსნა. არსებობს წიგნი, სადაც ტურისტები თავიანთ წინადადებებს და შენიშვნებს წერენ.. სტუმრებს მაგალითად შეუნიშნავთ, რომ  არ იყო ტროცკის, ზინოვიევის კამენევის სურათები. რაც გამოსწორდა. მუზეუმში სიახლე აქვთ. მიმდინარე წლის ივლისში მაო-ძედუნის მუზეუმის თანამშრომლები ჩამოვლენ სპციალური ვიზიტით დასამეგობრებლად ჩამოდიან.

ტროცკი-ზინოვიევი-კამენევი სტალინის მუზეუმში

ტროცკი-ზინოვიევი-კამენევი სტალინის მუზეუმში

სხვათა შორის ჩინეთის დელეგაციის ვიზისტის დროს მუზეუმს საკონფერენციო დარბაზის მოსაწყობი აპარატურა ჩამოუტანეს. ამ დარბაზში, რომელიც მანამდე სტალინის კაბინეტის იმიტაციას ქმნიდა,  ამჯერად სტალინის ეპოქასთან და პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის კონფერენციები იმართება . მუზეუმის დირექტორმა გვითხრა, რომ  იმავე ჩინეთის დელეგაციის ვიზიტის დროს, ზურაბ არსოშვილის ინიციატივით ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონთან დამეგობრება გადაწყდა.

რაც შეეხება ფინანსებს, მუზეუმში 45 თანამშრომელია. წლიური დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 71 700 ლარია. მაღლაკელიძის თქმით, მუზეუმი აღდგომას და ახალ წელს ისვენებს მხოლოდ. მუშაობენ ყოველდღე. ნოემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი – ტურისტების საკმაოდ ნაკლები რაოდენობაა და მუზეუმის თანამშრომლები უხელფასოდ მუშაობენ. ხოლო შემოდგომ თვეებში – მაისიდან შემოდგომამდე ტურისტების რაოდენობა იზრდება. შემოსული თანხა უკვე ნაწილდება ხელფასებში და დავალიანებებში.

საინტერესოა, რომ სტალინის მუზეუმის გარდა, სხვა მუზეუმის თანამშრომლები სუბსიდიებს იანვრიდან-დეკემბრამდე იღებენ.

რატი უფლისციხელი

 

იხ. ვიდეო: ებრაელი ტურისტები გორში, 2009

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: